უმარტივესი ხალხური საშუალება ჩირქგროვების სამკურნალოდ.
ეს რეცეპტი საკუთარ თავზე და ახლობლებზე არაერთხელ გამოვცადე. მისი მეშვეობით შეიძლება კანის სხვადასხვა ადგილზე გამოსული ჩირქგროვების მკურნალობა.
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
საშუალო ზომის ხახვი გაჭერით შუაზე და მოხარშეთ რძეში ისე, რომ ოდნავ შერბილდეს. ამის შემდეგ ხახვი გადაჭრილი ზედაპირით დაიდეთ ჩირქგროვაზე ( ხახვი მაქსიმალურად ცხელი უნდა იყოს ), შეიხვიეთ და რამდენიმე საათი გააჩერეთ. ნახვევის მოხსნის შემდეგ რამდენიმე საათში ჩირქგროვა გაიხსნება, ჭრილობა ჩირქისგან მალე გაიწმინდება და შეხორცდება. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება პროცედურის გამეორება. ამ მარტივმა საშუალებამ ბევრი ადამიანი გადაარჩინა ქირურგიულ ჩარევას.
ექიმის კომენტარი:
ხახვი მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური ეფექტის მქონე მცენარეა. იგი სხვადასხვა ორგანოსა და სისტემების არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ხახვის ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული მოქმედება. რძეში მოხარშვის შემდეგ ცხელი ხახვის დადებისას კი ხდება ქსოვილებზე დიფუზური ზემოქმედება.
ინგრედიენტები:
- 1 საშუალო ზომის ხახვი
- რძე