მცენარეული საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ ჩირქგროვების მკურნალობაში.

მცენარეული საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ ჩირქგროვების მკურნალობაში.
ჩირქგროვა ვითარდება ჩირქმბადი მიკრობების მოხვედრით ორგანიზმში, სადაც ისინი შეიჭრებიან კანის და ლორწოვანი გარსების დაზიანებული უბნებიდან. ჩირქგროვების სამკურნალოდ გამოიყენეთ შემდეგი საშუალებები:

  • რძეში მოხარშული ხახვის ნახევარი დაადეთ ჩირქგროვაზე.

  • კაკლის დაღეჭილი გული დაადეთ ჩირქგროვაზე.

  • ჩირქგროვის სწრაფად მომწიფებისათვის ძილის წინ დაადეთ დაავადებულ ადგილზე რძეში დასველებული ხორბლის პურის გული.

  • მიიღეთ ფარსმანდუკის ახალი წვენი თაფლთან ერთად ( გემოვნებით ) სამ - სამი ჩაის კოვზი დღეში.

  • მოსრისეთ მრავალძარღვას ფოთლები მარილთან, სანთლის ცვილთან და შავი პურის დაღეჭილ გულთან ერთად. დააფინეთ ეს მასა დაავადებულ ადგილზე და გადაახვიეთ დოლბანდით.

  • ჩირქგროვის დროს, როცა შესიებულია ხელის თითები, დააფინეთ დაავადებულ ადგილზე მრავალძარღვას ფოთოლი, რომელსაც წასმული აქვს არაჟანი.

  • დაადეთ ფქვილში არეული თაფლი.

  • თითზე ჩირქგროვის დროს აანთეთ ცვილის სანთელი და როცა ცვილი დაიწყებს დნობას, დააწვეთეთ იგი დაავადებულ ადგილზე რამდენჯერმე.

  • თითზე ჩირქგროვის დროს დაადეთ კომპრესის სახით ჩაის სოკოს პატარა ნაჭერი. კომპრესი გააკეთეთ პერგამენტის ქაღალდით და არა პოლიეთილენით, რადგანაც დაავადებულ ადგილზე უნდა მოხვდეს ჰაერი.

სტატიის ავტორი: მამა დავითი ( გოცირიძე )
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი