რეცეპტი, რომელიც დაბალწნევიანებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ სამკურნალოდ!

რეცეპტი, რომელიც დაბალწნევიანებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ სამკურნალოდ!
ხახვს მრავალმხრივი სამკურნალო თვისებები გააჩნია. იგი მდიდარია ცილოვანი ნივთიერებებით, უჯრედისით, კალციუმის მარილებით, გლიკოზიდებით, შაქრით, C, A, V1, V3, PP ვიტამინებით.

ხახვის პრეპარატები აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, აძლიერებენ კუჭ - ნაწლავის ჯირკვლების სეკრეციას, ნაწლავების პერისტალტიკას. ეფექტურია ნაწლავის ატონიის და ქრონიკული შეკრულობის დროს.
ხახვში ვიტამინებისა და მიკროელემენტების სიუხვის გამო იყენებენ ჰიპოტონიის მკურნალობისას.
გთავაზობთ რეცეპტს დაბალი წნევის სამკურნალოდ.

ინგრედიენტები:
  • 2 ც ხახვი
  • 1 ლ წყალი
  • 100 გრ შაქარი

მომზადების და გამოყენების წესი:
ორ ცალ საშუალო ზომის ხახვს დაასხით 1 ლ წყალი, დაამატეთ 100 გრ შაქარი. დადგით საშუალო ცეცხლზე და ხარშეთ 15 წუთი. ნახევარ - ნახევარი ჭიქა ნახარში სვით დღის განმავლობაში.

ხახვის პრეპარატების მიღება არ შეიძლება თირკმლების, ღვიძლის, გულსისხლძარღვთა პათოლოგიის, კუჭ - ნაწლავის ქრონიკული დაავადებების დროს.
ხახვი ხელს უწყობს სისხლის გათხელებას და როგორც შედეგი ზრდის ტვინის მომარაგებას ჟანგბადით. ამისათვის საჭიროა, როოგრც მინიმუმი, ნახევარი ხახვის მიღება.
დაბალი წნევისა და გულის დაავადებისას მიიღეთ ხახვისა და თაფლის ნარევი თითო ჩ/კ ორჯერ დღეში. კურსი 2 თვე.
სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია