წინაპართაგან შემორჩენილი ხველის სამკურნალო ეფექტური, ხალხური რეცეპტები
ხველის სამკურნალო საშუალებების ფართო არჩევანის მიუხედავად, ხახვით მკურნალობის ხალხური ტრადიცია კვლავაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:
- ორი თავი ხახვი წვრილად დაჭერით, დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქრის ფხვნილი და ორი ჩაის ჭიქა წყალი, შემოდგით ნელ ცეცხლზე და შესქელებამდე ადუღეთ. მიიღეთ სამ საათში ერთხელ, თითო სადილის კოვზი.
- გახანგრძლივებული ხველისა და, საზოგადოდ, ბრონქიტის დროს მეტად ეფექტურია რძეში მოხარშული ხახვი: 1-2 საშუალო ზომის თავი გაფცქვენით, ჩაუშვით რძეში, შემოდგით ნელ ცეცხლზე და 3 - 4 წუთს, ხახვის დარბილებამდე ადუღეთ. შემდეგ ამოიღეთ, შეგრილებისთანავე დაჭერით და მიირთვით.
არსებობს მომზადების სხვა წესიც: - აიღეთ იმავე ოდენობის ხახვი, წვრილად დაჭერით და რძეში მოხარშეთ. ნახარში 4 საათით გააჩერეთ, მერე კი დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ თითო სადილის კოვზი 2 - 3 საათში ერთხელ.
- წინაპართაგან შემოგვრჩა ასეთი რეცეპტი: 1 - 2 თავი ხახვი რგოლებად დაჭერით და ცოტაოდენ (დაახლოებით ერთ სადილის კოვზ ) ცხიმში, უმჯობესია, ღორის ქონში, დარბილებამდე და შევარდისფრებამდე შუშეთ. მიირთვით თბილი, უმჯობესია, ორ ულუფად დილით და საღამოს, ჭამის წინ.
- არსებობს ასეთი რეცეპტიც: ერთ სადილის კოვზ ალთეს ფესვს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, 20 წუთით გააჩერეთ, მერე დაამატეთ გახეხილი ხახვი (1 - 2 თავი), კიდევ 20 წუთით გააჩერეთ და დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ თითო სადილის კოვზი. ალთეს ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვირისტერფა.