სწაფადმოქმედი საშუალებები ფურუნკულების და ჩირქგროვების სამკურნალოდ

სწაფადმოქმედი საშუალებები ფურუნკულების და ჩირქგროვების სამკურნალოდ
ფურუნკული - მწვავე ჩირქოვან - ნეკროზული დაზიანებაა თმის ბუდისა და მასთან ერთად ცხიმიანი ჯირკვლის. გამოწვეულია ჩირქმბადი ბაქტერიებით - სტაფილოკოკებით. ფურუნკულის განვითარება იწყება ბრტყელი, მტკივნეული კვანძით 0,5 - 2 სმ. დიამეტრის მუქი წითელი ფერით, კანის ზემოდან წარმოიქმნება მცირე კონუსი. 3 -4 დღეში ცენტრში ვითარდება შერბილება - ჩირქოვანი თავი.

მკურნალობა:
  • ჩირქგროვაზე, ან ფურუნკულზე, დაიდეთ თიხის აპლიკაცია, რამდენიმე პროცედურის შემდეგ კანი გაიწმინდება.

  • აიღეთ ხახვი - 1 თავი, ხმელი ქრისტესისხლა - 0,5 ჩ/კ. ხახვი გახეხეთ სახეხზე და შეურიეთ ქრისტესისხლა. მიღებული ფაფისებური მასა დაიდეთ ფურუნკულზე. გადაიხვიეთ.

  • აიღეთ მჟაუნას ფოთოლი - 20 გრ, ხახვი - 1 თავი. ხახვი გახეხეთ სახეხზე, მჟაუნა წვრილად დაჭერით და აურიეთ. მიღებული ფაფისებური მასა დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე.

  • აიღეთ ხახვი - 1 თავი, კარტოფილი - 1 ცალი, ნიორი - 2 კბილი. ხახვი, ნიორი და კარტოფილი გახეხეთ სახეხზე. ფაფისებური მასა დაიფიქსირეთ სახვევით მტკივან ადგილზე. სახვევი გამოცვალეთ 2 - ჯერ დღეში.

  • ხვართქალას მიწისზედა ნაწილს დაასხით სპირტი თანაფარდობით 1:20. გააჩერეთ 10 დღის განმავლობაში, გაწურეთ და გამოიყენეთ გარეგანად.

  • კულმუხოს ფესვი გაახმეთ და დაფხვენით. ფხვნილს შეურიეთ ვაზელინი თანაფარდობით: 1:4. გაოიყენეთ გარეგანად.

  • ფურუნკულის დროს დაიდეთ ძირმწარას ნახარშის კომპრესი: 2 ს/კ მცენარეს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი, ხარშეთ 5 -7 წთ.

  • თავსისხლას გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება. დაზიანებულ ადგილზე დაიდეთ ფესვის ცხელი საფენები.

  • აიღეთ მრავალძარღვას დანაყილი, ნედლი ფოთოლი - 1 წილი, ღორის გამდნარი ქონი - 1 წილი, პურის რბილობი - 1 წილი. ყველაფერი კარგად კარგად აურიეთ. დაიდეთ ჩირქგროვაზე, ფურუნკულზე და გადაიხვიეთ ბინტით.

  • მიიღეთ ფარსმანდუკის ახალგამოწურული წვენის და თაფლის ნარევი - 3 ჩ/კ დღეში.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა