მოიცილეთ სისხლიდან ცხიმი, გადაირჩინეთ სიცოცხლე გულის შეტევის პრევენციით

მოიცილეთ სისხლიდან ცხიმი, გადაირჩინეთ სიცოცხლე გულის შეტევის პრევენციით
ცხოვრების არაჯანსაღი წესი, გენეტიკური მიდრეკილება, ცხოვრების სწრაფი ტემპი - ზედმეტი ქოლესტერინისა და ჯანმრთელობის პრობლემების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია დღესდღეობით. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ქოლესტერინი რაღაც ძალიან ცუდი და მავნეა, სინამდვილეში კი ეს გახლავთ ორგანული მინარევი, რომელიც ლიპიდებს მიეკუთვნება და მისი უდიდესი ნაწილი ღვიძლში წარმოიქმნება.

უნდა ვიცოდეთ, რომ ქოლესტერინის ნორმალური მაჩვენებელი გახლავთ 4,6 – 6,2 მ.მოლ. აი, ზედმეტი ქოლესტერინი კი კარგის მომასწავებელი ნამდვილად არ არის! იგი იწვევს ათეროსკლეროზს, აზიანებს გულის არტერიებს და გულის შეტევის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომ, დროდადრო ორგანიზმის გაწმენდაა საჭირო ქოლესტერინისგან. და ამაში მარტივი და ეფექტური სიროფი დაგეხმარებათ.

სიროფის მომზადება საკმაოდ ადვილია, ყველა მისი შემადგენელი ინგრედიენტი ეხმარება სისხლიდან ცხიმების ბუნებრივად გამოდევნაში და ეწინააღმდეგება მათ დალექვას.

ლიმონისა და ნიახურის იდეალური შერწყმა დადებით ზემოქმედებას იქონიებს თქვენს ორგანიზმზე.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 კგ ლიმონი
  • 5 კონა ნიახური
  • 3 ლიტრი წყალი
  • 1 შეფუთვა საკვები სოდა


მომზადების წესი:

  1. გახსენით სოდა თბილ წყალში.
  2. გარეცხეთ ლიმონი ცივ წყალში, შემდეგ ჩაყარეთ სოდიან წყალში. გააჩერეთ დაახლოებით 1 საათით.
  3. დაჭერით ნიახური და ქერქიანი ლიმონი წვრილად. ჩაყარეთ წყალში და დადგით ნელ ცეცხლზე 2-3 საათით. უნდა გამოვიდეს დაახლოებით 1,5 ლიტრი სიროფი.
  4. გადაასხით მზა სიროფი სუფთა ქილაში ან ბოთლში.


მიიღეთ თითო ჭიქა სიროფი ყოველ დილით უზმოზე, 2 კვირის განმავლობაში და შედეგიც არ დააყოვნებს!

იხილეთ ვიდეო: