გაფანტული სკლეროზისგან გამოწვეული მდგომარეობა გაიუმჯობესეთ, 4 უმარტივესი რეცეპტით!

გაფანტული სკლეროზისგან გამოწვეული მდგომარეობა გაიუმჯობესეთ,  4 უმარტივესი რეცეპტით!
გაფანტული სკლეროზი- ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადებაა; დაავადებულია ზურგისა და თავის ტვინი. გაფანტული სკლეროზის დროს მოძრაოის, მხედველობის და ა.შ. დარღვევის გარდა, ავადმყოფს აღენიშნება ანემია, ვიტამინ B12-ის ნაკლებობა, B9-ის ფოლიუმის მჟავის უკმარისობა, ზოგადი ინტოქსიკაცია, კალიუმის დონის დაქვეითება, და აგრეთვე საერთო სისუსტე, ვიტამინების დეფიციტი, რაც იწვევს დაღლილობის მატებას, გარიზიანებასა და დეპრესიას.
ავადმყოფმა თავის თავზე ბევრი უნდა იმუშაოს- უნდა შეცვალოს დღის რეჟიმი: ადგეს დილით ადრე და დაწვეს დასაძინებლად 21 საათზე. ადრიანი დილა და საღამო ძილის წინ, კარგია რომ გამოიყენოს ლოცვისათვის. შეძლებისდაგვარად უნდა ეცადოს ყველა საქმე გააკეთოს დამოუკიდებლად, ყურადღების მიპყრობის გარეშე. მისთვის მნიშვნელოვანია თვით მასაჟი და გიმნასტიკა.
უნდა ცვლილება შეიტანოს კვებაში და მიიღოს მხოლოდ ოჯახური უბრალო საჭმელი. არავითარი პროდუქტი სწრაფად მომზადებისა! საკვები უნდა მიირთვას მცირე ულუფებით 5-6-ჯერ დღეში, რათა ორგანიზმი არ გადაიღალოს კვებისაგან. რაციონში ძირითადი უნდა გახდეს უმი ბოსტნეული, შებრაწული ხორცი, მოხარშული თევზი. სასურველია მიირთვას აგრეთვე ზღვის პროდუქტები.
უნდა შეირჩეს ორგანიზმის ბუნებრივი გამწმენდები იმ ბალახებისგან, რომლებიც შეიცავენ სიმწარეს. ესენია დეზურა, აბზინდა, ბურბუშელა (ბაბუაწვერა ), ფარსმანდუკი , საშქარა, ასფურცელა, კულმუხო, ბრტყელეკალა, ძიძო. პარაზიტებს სიმწარე არ მოსწონთ, ისინი ანელებენ თავიანთ ზრდას და ცდილობენ დატოვონ ის ადგილი, სადაც ბინადრობენ.

გთავაზობთ 4 რეცეპტს გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ:

  1. მიიღეთ შინაგანად სოჭის ზეთი 5-10 წვეთი დღეში ერთხელ, ხოლო ღამით დაიზილეთ დაავადებული ფეხები და ხელები სუფთა ზეთით. მკურნალობა ხანგძლივია, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. სოჭის ზეთი შეგიძლიათ ასე მოამზადოთ: დაჭერით სოჭის წიწვები პატარა ტოტებთან ერთად- სიგრძით 1,5 სმ და ჩააწყვეთ ლიტრიან ქილაში ისე, რომ ნაპირამდე დარჩეს 5 სმ. დაასხით მცენარეული ზეთი ( შეიძლება მზესუმზირის ) წიწვების დონემდე და ადუღეთ წყლის აბაზანაში 5 სთ. ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გადაასხით ზეთი სხვა ქილაში, მუქი ფერის დახურულ ბოთლებში. შინაგანად მისი მოხმარება უნდა 3-დან - არა უმეტეს 10 წვეთამდე დღეში, ხოლო გარეგანი ხმარებისათვის - 10 მლ-მდე დღე-ღამეში. კუჭის წყლულით დაავადებულთათვის სოჭის ზეთი მავნებელია; მკურნალობის დროს სპირტიან სასმელებს უნდა მოერიდოთ.

  2. სვით შეუზღუდავად სოჭის ან ლარიქსის ნორჩი წიწვების თბილი ნაყენი. დაასხით 0,5 ლ წყალი 5 ს/კ დაქუცმაცებულ წიწვებს და ხარშეთ 10-15 წთ ნელ ცეცხლზე . დააყენეთ 8- 10 სთ თბილ ადგილას, გაწურეთ. ეს საშუალება გამოიყენება აგრეთვე განგრენის მკურნალობისას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევისას, თვალის ბადურის აშრევებისას, თირკმლის მენჯის, შარდ-სასქესო სისტემის დაავადებისას.

  3. ერთი ჭიქა თავიანთი ხახვის ახალი წვენი შეურიეთ ჭიქა თაფლს. მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში 1 სთ-ით ადრე ჭამამდე ან საჭმელებს შორის 1-2 თვის განმავლობაში.

  4. აიღეთ ერთი მუჭა წიწვი ( 30- 50 გრ ), ნორჩი ნაძვის ტოტები 20-30 სმ-ის სიგრძის, დაასხით 2 ლ წყალი, დაამატეთ 1 ს/კ ხახვის ნაქურჩალი, ნივრის კბილი წვრილად დაჭრილი და 1 ჩ/კ ძირტკბილას ფესვები. ადუღეთ ეს ნარევი ნელ ცეცხლზე 20 წთ. შემდეგ დაამატეთ 2 ს/ლ ასკილის მოსრესილი ნაყოფი და ადუღეთ კიდევ ნახევარი წთ. მოათავსეთ საბნის ქვეშ ან თერმოსში 10-12 სთ, გაწურეთ, წამოადუღეთ, გააგრილეთ და შეინახეთ მაცივარში. დღე-ღამეში სვით 1-2 ლ ნახარში, შეგიძლიათ მეტივ, დალიეთ წყლისა და ჩაის მაგივრად.


სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური