მხედველობის და მეხსიერების პრობლემები გაგიჩნდათ? ეს B12 ვიტამინის დეფიციტის ბრალია, გაიგეთ, რამდენად საშიშია ეს.

მხედველობის და მეხსიერების პრობლემები გაგიჩნდათ? ეს B12 ვიტამინის დეფიციტის ბრალია, გაიგეთ, რამდენად საშიშია ეს.
ციანოკოლაბამინი (В12 ვიტამინის სრული დასახელება) მნიშვნელოვანია უჯრედების მეტაბოლიზმისთვის. თუ ამ ვიტამინის დეფიციტს ყურადღებას არ მივაქცევთ, ამან შეიძლება სისხლის ან ნერვული სისტემის დაავადებები გამოიწვიოს. აუცილებლად უნდა იცოდეთ სიმპტომების შესახებ, რომლებიც მიუთითებს, რომ ორგანიზმში В12 ვიტამინის ნაკლებობაა:

სიფერმკრთალე

ციანოკოლაბამინი ასტიმულირებს სისხლის წითელი სხეულაკების წარმოშობას. მისი დეფიციტის დროს ჩნდება ანემია, რომლის დამახასიათებელი ნიშანია კანის სიფერმკრთალე.

მხედველობის პრობლემები

В12 ვიტამინის უკმარისობისას ბადურა არასათანადოდ იჯვებება. ამას კი მხედველობის პრობლემები მოსდევს - ამაღლებული მგრძნობელობა და მხედველობის დაბინდვა. სათანადო მკურნალობის შედეგად მხედველობა აღდგება.

გულმავიწყობა

ქრონიკული და არატიპიური გულმავიწყობა შესაძლოა В12 ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებდეს. სისხლში В12-ს დონის გარკვევა დაგეხმარებათ სწორი დიაგნოზის დასმასა და ადექვატური მკურნალობის დანიშვნაში.

უმიზეზო დაღლა

უმიზეზო დაღლაც В12 ვიტამინის დეფიციტის ერთ-ერთი ნიშანია. ორგანიზმს ჟანგბადი არასაკმარისად მიეწოდება, არ ჰყოფნის ენერგია აქტიური მოქმედებისთვის.

თავბრუსხვევა

В12 ვიტამინის დეფიციტი აგრეთვე ხშირ თავბრუსხვევას იწვევს.

კუნთების სისუსტე

ეს დარღვევა აიხსნება ანემიით და კუნთებში ჟანგბადის უკმარისობით.

კიდურებზე ჩხვლეტის შეგრძნება

В12 ვიტამინის უკმარისობა ასევე იწვევს ნერვული დაბოლოებების გამტარიანობის დარღვევას, რასაც ჩხვლეტის უსიამოვნო შეგრძნებები და კრუნჩხვები მოსდევს.

იხილეთ ვიდეო: