გლაუკომის სამკურნალოდ გამოყენებული ხალხური საშუალებები!
გლაუკომა- თვალის მძიმე ქრონიკული დაავადება, რომლის ძირითადი ნიშნებია თვალშიგა წნევის მომატება და მხედველობის დაქვეითება. წნევის მომატებას იწვევს თვალშიგა სითხის სითხის ცირკულაციის მოშლა. ავადმყოფს თანდათან უქვეითდება მხედველობა, უვიწროვდება მხედველობის არე; მაღალი წნევის ხანგრძლივი მოქედება მხედველობის ნერვზე - მის ატროფიას იწვევს და ავადმყოფი შესაძლოა სრულიად დააბრმაოს.
გლაუკომა თვალის ხშირი და საშიში დაავდებაა. საწყის სტადიაში აღინიშნება პერიოდულად მხედველობის დაბინდვა, ფერადი რგოლები სინათლის წყაროს გარშემო, შემდეგ კი თანდათან ხდება მხედველობის დაქვეითება.
გლაუკომის მკურნალობის დაწყება საჭიროა რაც შეიძლება ადრე და ეს უნდა ჩატარდეს ექიმ- ოკულისტის მეთვალყურეობით.
გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს გლაუკომის დროს გამოსაყენებელს.
ტომატი. გლაუკომის დროს სვით მთელი დღის განმავლობაში ჭამის წინ - თითო ჭიქა ტომატის წვენი 1 ს/კ თაფლთან ერთად.
შავბალახა ციმბირული. გლაუკომის სამკურნალოდ ამ ბალახს იყენებენ ნახარშის სახით, ერთჯერადი დოზით 4-6 გრ.
ნაკრები

- ავიღოთ ნახევარი ჭიქა ჭინჭრის ფოთლები, 1 ჩ/კ შროშანის ყვავილები. შევურიოთ 1 ს/კ წყალ, დავაყენოთ 8-9 სთ ბნელ ადგილას. დავუმატოთ ნახევარი ჩ/კ საჭმელი სოდა. მიღებული მასა დავიდოთ თვალებზე. ბალახს აგროვებენ მაისის თვეში.
- გლაუკომის მკურნალობაში წარმატების მიღწევა ბევრად არის დამოკიდებული სწორ რეჟიმზე. ღამის ძილი უნდა გრძელდებოდეს 7-8 სთ/ ძილის წინ, შეძლებისდაგვარად, არ მიიღოთ საკვები, უნდა იძინოთ მაღალ ბალიშზე, ვინაიდან თავის დაბალი მდებარეობა ხელს უწყობს თვალში სისხლისა და სითხის შეგუბებას, თვალშიგა წნევის მომატებას; ამავე მიზეზით, დილით დიდხანს არ უნდა გაჩერდეთ საწოლში. გლაუკომით დაავადებულემა სასურველია გამორიცხონ სხეულისა და თავის მკვეთრი დახრები; დაძაბულობანი - დაკავშირებული, მაგალითად, იატაკის მორეცხვასა და გაწმენდის, სარეცხის რეცხვასთან, სიმძიმეების აწევასთან და ა. შ. დაუშვებელია თავის დასიცხვა. კიტხვა, წერა, ხატვა, კერვა უნდა ხდებოდეს კარგი განათებისას, რომ თვალები არ გადაიღალოს.
ორმოც წელს გადაცილებულმა ყოველმა ადამიანმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მიმართოს თვალის ექიმს, რათა შეამოწმოს მხედველობის მდგომარეობა, მაშინაც კი, როდესაც ავადმყოფობის არავითარი ნიშნები არ აღენიშნება.
- გლაუკომის სამკურნალოდ შეაგროვეთ 8 კგ ჟუნჟრუკი, გარეცხეთ, გააშრეთ და გაატარეთ ხორცსაკეპში. შემდეგ წვენსაწურში გამოწურეთ და გაატარეთ ორფენოვან დოლბანდში. შედეგად მიიღებთ 6 ლ-მდე წვენს. დაამატეთ სპირტი ასეთი შეფარდებით: 1 ლ წვენზე 100 მლ და შედგით მაცივარში. მიიღეთ 50-50 მლ 20-30 წთ-ით ადრე ჭამამდე 2-ჯერ დღეში. წვენი ვინაიდან უგემურია, შეგიძლიათ დაამატოთ 100 მლ ცხელი წყალი. სვით დაახლოებით ორი თვის განმავლობაში. შედეგი სახეზე გექნებათ.