ეს ნაყენი ხოცავს ორგანიზმში მოკალათებულ ჭიებს!

ეს ნაყენი ხოცავს ორგანიზმში მოკალათებულ ჭიებს!
ამ რეცეპტს ვთავაზობთ მკითხველს, რომელიც ჭიების სააწინააღმდეგო წამალს ითხოვს.

FPAPARAZZI -ის რედაქცია გთავაზობთ ამ წამლის რეცეპტს:

ინგრედიენტები:
  • 1 კგ მჟაუნა
  • 50 გრ შაქარი
  • 1 ლ წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

1 კგ მჟაუნას დაასხით 1 ლ წყალი, 2 საათით ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ გადმოდგით და გაფილტრეთ. დაუმატეთ 50 გრ შაქარი და ხარშეთ, სანამ 1 ჭიქამდე არ დაიყვანთ. მიიღეთ ყლუპობით დღის განმავლობაში. ეს ნაყენი ხოცავს ორგანიზმში მოკალათებულ ჭიებს.

ექიმის კომენტარი:

მჟაუნას ნორჩი ფოთლები მდიდარია A, B1, B2, C, K, PP ვიტამინებით, კალიუმით, ფოსფორით, კალციუმით, ნატრიუმითა და ზოგიერთი იშვიათი მიკროელემენტებით: ბრომით, ნიკელით, ტიტანით,მოლიბდენით. შეიცავს ორგანულ მჟავებსაც, რომლებიც მას დამახასიათებელ გემოს აძლევს. მჟაუნათი მკურნალობენ წყლულებს, ჭრილობებს, გამონაყარსა და კანის ქავილს, ღრძილების ანთებას, კბილის ტკივილს, ანგინას. მისი ფესვების ნახარში აუმჯობესებს სისხლძარღვთა კედლის გამავლობასა და სისხლწარმოქმნის პრცესს, ღვიძლის მუშაობას. მცენარის მჟავე ფოთლებს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.
მათ, ვისაც გულძმარვა აწუხებს ან ჭია ჰყავს, უძველესი მკურნალები ურჩევენ, მჟაუნა უზმოზე მიირთვან. მჟაუნას, როგორც ანტიტოქსიკურ საშუალებას, მოწამვლის დროსაც იყენებენ.
თუ პოდაგრა, ღვიძლის რომელიმე დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ნაწლავების ანთება ან ტუბერკულოზი გაქვთ, მჟაუნას მაინცდამაინც ნუ მიეტანებით. ამ მცენარის ნაყენი საშიშია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროსაც.
მჟაუნას ბებერი და უხეში ფოთლები დიდი რაოდენობით მჟაუნჟავას შეიცავს და ორგანიზმში ნითიერებათა ცვლას არღვევს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ნორჩი ფოთლები.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი