მცენარეები, რომლებიც არეგულირებენ სისხლში შაქრის დონეს!
მაქვს შაქრიანი დიაბეტი და ვსვამ დიაბეტის საწინააღმდეგო წამლებს, მაგრამ შაქარი მაინც მაღალი მაქვს ( 250 მგ%). გთხოვთ, მოგვაწოდოთ იმ მცენარეული პრეპარატების დასახელება, რომლებსაც შაქრის დამწევი ეფექტი აქვს.
ექიმის კომენტარი:
მართლაც არსებობს ისეთი მცენარეები, რომლებიც აწესრიგებენ შაქრის ცვლას ორგანიზმში. გთავაზობთ მათ დასახელებას და გამოყენების წესებს:
თუმცა ამავე დროს უნდა გითხრათ, რომ საჭიროა შაქრის დონის რეგულარული კონტროლი და თუ გლუკოზის შემცველობა სისხლში არ დაქვეითდება, ალბათ დაგჭირდებათ ანტიდიაბეტური აბების დოზის გაზრდა, დიეტის კიდევ უფრო გამკაცრება. ეს ყველაფერი მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით და მისი მითითებით უნდა მოხდეს.
ექიმის კომენტარი:
მართლაც არსებობს ისეთი მცენარეები, რომლებიც აწესრიგებენ შაქრის ცვლას ორგანიზმში. გთავაზობთ მათ დასახელებას და გამოყენების წესებს:
- ტყის მარწყვის ნაყოფი გაწურეთ და მიიღეთ 4 – 6 ს/კ წვენი დღის განმავლობაში.
- 10 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ ჭურჭელს თავსახური და დააყოვნეთ 2 – 3 საათი. მიიღეთ ½ ჭიქა ნაყენი 3 - ჯერ დღეში.
- დაამზადეთ მოცვის ფოთლების ნაყენი ( 2 ს/კ დანამცეცებული ფოთლები 2 ჭიქა წყალზე ). მიიღეთ ½ ჭიქა 4 – 5- ჯერ დღეში.
- 100 გრ შვრიის მარცვალს დაასხით 3 ჭიქა წყალი. წამოადუღეთ 5 – 7 წუთი. მიიღეთ ½ ჭიქა ნახარში დღეში 3- 4 - ჯერ ჭამამდე.