მცენარეული სამკურნალო ნაყენი, რომელიც საოცარ შედეგს იძლევა რევმატიზმის და სახსრების ანთების დროს!

მცენარეული სამკურნალო ნაყენი, რომელიც საოცარ შედეგს იძლევა რევმატიზმის და სახსრების ანთების დროს!
გთავაზობთ რევმატიზმის სამკურნალო მცენარეულ წამალს. მეც მაწუხებს რევმატიზმი, მაგრამ წამლები კუჭს მიღიზიანებს, ამიტომ დიდხანს ვიკვლევდი, რომელი მცენარეები შეიძლებოდა გამომეყენებინა. ბოლოს მივაგენი ასეთ რეცეპტს:

ინგრედიენტები:
  • 1 ს/კ ხეჭრელის ქერქი
  • 4 ს/კ არყის ხის კვირტები
  • 5 ს/კ ტირიფის ქერქი

მომზადების და გამოყენების წესი:
ამ სამი მცენარის ნარევის ერთი სუფრის კოვზს დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით წყლის ორთქლზე 15 წუთი. გადმოდგით, შეაგრილეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ 4 - ჯერ დღეში. ამ ნაყენის მიღებას ვიწყებ ხოლმე, როდესაც დაავადება მიმწვავდება და ძალიან მშველის.

ექიმის კომენტარი:
ნაყენი შეიცავს სალიცილის ნაერთებს, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო და ოფლმდენი მოქმედება, ამიტომ დადებით შედეგს იძლევა სახსრების ანთების გამწვავების პერიოდში.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი