უმკურნალეთ ღვიძლს ამ ხალხური რეცეპტით და დადებითი ეფექტი გარანტირებული გაქვთ!

უმკურნალეთ ღვიძლს ამ ხალხური რეცეპტით და დადებითი ეფექტი გარანტირებული გაქვთ!
ღვიძლი - ყველაზე დიდი ჯირკვალია. ღვიძლი უამრავ სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციას ასრულებს, რომლებიც ორ ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყოს: საკვები ნივთიერებების სინთეზი და მათი შენახვა-აკუმულირება და ორგანიზმისთვის უვარგისი ნივთიერებების დაშლა-მონელება.
მათ შორის კი აღსანიშნავია:
  • ვირუსული ჰეპატიტები
  • ჭარბი ალკოჰოლი (ის სერიოზული რისკფაქტორია, როცა მისი ოდენობა აღემატება დასაშვებ დღიურ ნორმას - 40 გრამ სუფთა ეთანოლს მამაკაცებისთვის და 20 გრამს ქალებისთვის)
  • ცხიმოვანი ცვლის დარღვევა და შაქრიანი დიაბეტი, რომლებიც ღვიძლში ჭარბი ცხიმის დაგროვებას და მის გაცხიმოვნებას იწვევს
  • ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება
  • საყოფაცხოვრებო და საწარმოო ტოქსინებთან მუდმივი კონტაქტი

ღვიძლის დაზიანება პარაზიტებსაც შეუძლიათ, განსაკუთრებით - ლამბლიებს, ასკარიდებსა და ღვიძლის ორპირას. არანაკლებ აზიანებს მას სისხლის დაავადებები, ტუბერკულოზი, სარკოიდოზი, გულის უკმარისობა, ღვიძლის ვენების თრომბოზი და სხვა დარღვევები. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ შინაურ საშუალებას, რომელიც საგრძნობლად მოგიწესიგებთ ღვიძლის მუშაობის პრობლემას.


მომზადება და გამოყენების წესი:
  1. 3 კგ ქერი გაარჩიეთ, დაასხით 6 ლიტრი ადუღებული წყალი და 2 საათი გააჩერეთ.
  2. შედგით ქურაზე და ადუღეთნელ ცეცხლზე, სანამ წყალი არ გამესამედდება, ანუ 2 ლიტრამდე არ დავა.
  3. გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ და გადაწურეთ. გამოწურეთ ქერიც.
  4. მიიღეთ ¼ ჭიქა დღეში 3 ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

ექიმის კომენტარი: ქერი მეტად ღირებული მარცვლოვანი კულტურაა. სამკურნალოდ იყენებენ როგორც მარცვლებს, ასევე ქერის წყალს. იგი უნიკალურად წმენდს ორგანიზმს. ქერი მდიდარია კალიუმით, კალციუმით, იოდით, მაგნიუმით, თუთიით, სპილენძით, ფოსფორით, რკინით, ნიკელით, მოლიბდენით და სხვა მინერალებით. გამორჩეული სამკურნალო და სასარგებლო თვისებების გამო ქერის საფუძველზე სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატები მზადდება.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"