როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი ბუნებრივი ვიტამინების დახმარებით.

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი ბუნებრივი ვიტამინების დახმარებით.
ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად საჭიროა ბუნებრივი ვიტამინების მიღება, ამისათვის კი გთავაზობთ შესანიშნავ რეცეპტს:

ინგრედიენტები:
  • 1 ს/კ ჭინჭრის ფოთლები
  • 1 ს/კ კუნელის ნაყოფი
  • 2 ს/კ ასკილის ნაყოფი

მომზადების და გამოყენების წესი:
1 ს/კ ჭინჭრის ფოთლების, 2 ს/კ ასკილისა და 1 ს/კ კუნელის ნაყოფის 1 ს/კ ნარევს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, შეფუთეთ 1 საათის განმავლობაში, გადაწურეთ, მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში 2 - 3 კვირის განმავლობაში. თუმცა ვისაც მაღალი პროთრომბინი აქვს, მისთვის ჭინჭრის ნაყენის მიღება მავნებელია, მოამზადეთ მხოლოდ ასკილისა და კუნელის ნარევის ნაყენი.

ექიმის კომენტარი:
კუნელი, ჭინჭარი და ასკილი ვიტამინებით მდიდარი მცენარეებია და მათი ნაყენი უდავოდ გააძლიერებს ორგანიზმის იმუნურ თვისებებს, გააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და მოამზადებს ორგანიზმს ყოველგვარ ინფექციასთან გასამკლავებლად.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი