როგორ დავამზადოთ ვაშლის ძმარი

როგორ დავამზადოთ ვაშლის ძმარი
ვაშლს რეცხავენ, აცილებენ დამპალ ან ჭიან ნაწილს. შემდეგ წნეხენ და ხეხავენ მსხვილნახვრეტიან სახეხზე. ამ უმი ვაშლის ფაფას შესაფერის ჭურჭელში ( მომინანქრებულ ქვაბში ) ათავსებენ. ქავაბი მოცულობით უნდა იყოს მასის შესაბამისი. ასხამენ მოთბო წყალს, რომელსაც წინასწარ ადუღებენ (0,5 ლ წყალს 0,4 კგ ვაშლის მასაზე ). ყოველ ლიტრ წყალზე უმატებენ 100 გრ თაფლს ან შაქარს, აგრთვე ( ძმარმჟავას დუღილის დასაჩქარებლად ) 10 გრ პურის საფუარს და 20 გრ გამომშრალ შავ პურს.
ამ ნარევით სავსე ჭურჭელს ინახავენ თავღიად 20-30 გრადუს ტეპერატურაზე. ძმარმჟავას დუღილს ხელს უწყობს სითხე, რომელიც შეიცავს სპირტის მცირეოდენ რაოდენობას ( შაქრის ნივთიერების 20 %-ზე ნაკლებს ); საჭიროა რაც შეიძლება მუდმივი ტემპერატურა ( დაახლოებით 20 გრადუსი ) და რაც შეიძლება მეტი კონტაქტი ნარევის ზედაპირისა ჰაერთან ( აერობული ფერმენტაცია )
ჭურჭელი უნდა იყოს მინის (ქილები ), ხის ( თავღია კასრები ) ან მომინანქრებული და უნდა ინახებოდეს სიბნელეში, რადგან მზის ულტრაიისფერი სხივები აბრკოლებენ დუღილს.
ფერმენტაციის პირველი სტადიის ჩასატარებლად ჭურჭელს ინახავენ სითბოში 10 დღის განმავლობაში ( 20-30 გრადუს ტემპერატურაზე). ვაშლის ფაფას ურევენ ხის კოვზით დღეში 2-3-ჯერ, შემდეგ მას ათავსებენ მარლის ტომარაში და წურავენ. მიღებულ წვენს კვლავ წურავენ მარლაში, წონიან და ასხამენ ფართოყელიან ჭურჭელში . თითოეულ ლიტრ წვენს შეიძლება დავუმატოთ 50-100 გრ თაფლი ან შაქარი, ვურიოთ სრულ ჰომოგენიზაციამდე.
ფერმენტაციის მეორე სტადიის ჩასატარებლად ქილას აფარებენ მარლას, თავს უკრავენ და სითბოში ინახავენ დუღილის პროცესის გასაგრძელებლად. დუღილი დამთავრებულია, როცა სითხე დაწყნარდება და დაიწმინდება. ვაშლის ძმარი მზადდება 40-60 დღეში. შემდეგ მას ბოთლებში ასხამენ ( ფილტრავენ ძაბრზე დაფარებული მარლით ). ბოთლებს საცობს უკეთებენ და გრილ ადგილას ინახავენ.
ვაშლის ძმარი კარგია სალათებთან და სხვა კერძებთან ერთად; იგი აკმაყოფილებს საჭმელზე მჟავე დანამატის მოთხოვნილებას.
დ. ჯარვისის მითითების თანახმად, ვაშლის ძმარი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც დიეტური პროდუქტი და როგორც თერაპიული საშუალება სხვადასხვა დაავადების დროს.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური