სწორად დამზადებული ვაშლის ძმარი არაერთი დაავადების მკურნალია

სწორად დამზადებული ვაშლის ძმარი არაერთი დაავადების მკურნალია
ვაშლის ძმრის ზომიერად გამოყენება სასარგებლოა ორგანიზმისთვის. იგი აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს: ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, არეგულირებს სისხლის შედედების უნარს, აჯანსაღებს გულ - სისხლძარღვებს, ეფექტური საშუალებაა ვენების გაგანიერების დროს, უხდება ნერვულ სისტემას, სპობს მიკრობებს და სხვა.

ჰიპერტონიით და ნევროზით დაავადებულმა ადამიანმა ჭამის წინ უნდა მიიღოს 1 ჭიქა წყალში გახსნილი 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, ვენების გაგანიერების დროს კი საჭიროა წაისვათ დაზიანებულ ადგილებზე და ამავე დროს დალიოთ 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი გახსნილი 1 ჭიქა წყალში დღეში 2 -3-ჯერ.

ვაშლის ძმარი აუცილებლად სწორად უნდა იყოს მომზადებული.

დაგჭირდებათ:
  • 5 კგ მწიფე ვაშლი
  • 4 ლიტრი წყალი
  • თაფლი

მომზადების წესი:
აიღეთ 5 კგ მწიფე, მაგრამ მჟავე ვაშლი, კარგად გარეცხეთ და გახეხეთ კურკებიანად. მიღებული ფაფა მოათავსეთ მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით 4 ლიტრი ანადუღარი, ცივი წყალი და მოათავსეთ სიბნელეში 20 გრადუს ტემპერატურაზე თავღია მდგომარეობაში. დღეში 2 - 3 -ჯერ მოურიეთ ხის კოვზით. შემდეგ გაწურეთ დოლბანდში და ჩაასხით ფართოყელიან ჭურჭელში. ყოველ ლიტრ სითხეს დაუმატეთ 50 გრ თაფლი. მოურიეთ ხის კოვზით. დადგით დოლბანდგადაფარებული ჭურჭლით 40 - 60 დღის განავლობაში. ამის შემდეგ ჩაასხით ბოთლებში, თან გაფილტრეთ. ბოთლებს თავი მჭიდროდ დაუცეთ და მოუსანთლეთ. შეინახეთ გრილ ადგილას.
ღვინის ძმრის მაგივრად სალათებში გამოიყენეთ ვაშლის ძმარი.
სტატიის ავტორი: თეონა ლაგაზაური
სტატიის წყარო:სამკურნალო კოსმეტიკა ყველსათვის