ვაშლის ძმრის დამზადება სახლის პირობებში. რეცეპტი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!
თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ვაშლის ძმარი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ინგრედიენტია ჩვენს პლანეტაზე. ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან გამოიყენებდნენ ამ უნიკალურ პროდუქტს სხვადასხვა დაავადებების განსაკურნებლად. ვაშლის ძმრის შეძენას თავისუფლად შეძლებთ ადგილობრივ ჯანსაღი კვების მაღაზიებში, თუმცა ძალზედ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეს არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა. არ ინერვიულოთ! ''Fpaparazzi''_ის რედაქცია გასწავლით, თუ როგორ დაამზადოთ ეს უნიკალური პროდუქტი სახლის პირობებში.
ვაშლის ძმრის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე:
ვაშლის ძმრის დამზადება სახლის პირობებში:
ვაშლს რეცხავენ, ხეხავენ კანიან–გულიანად. მთლიან მასას ათავსებენ ფართოყელიან მინის ან ფაიფურის ჭურჭელში. უმატებენ თბილ ანადუღარ წყალს [400 გრ. გახეხილ ვაშლზე 0,5 ლ] ყოველ ლიტრ წყალზე ამატებენ 100 გრ. თაფლს ან შაქარს. 10 გრ. პურის საფუარს და 20 გრ. შავ პურს [დუღილის დასაჩქარებლად]. ჭურჭელს თავღიად ათავსებენ 20–30 გრ. ტემპერატურაზე სიბნელეში. მზის სხივი აყოვნებს დუღილს. 10დღის განმავლობაში დღეში 2–3–ჯერ საჭიროებს მორევას ხის კოვზით. ამის შემდეგ მასას გადაწურავენ, მიღებულ სითხესაც გაწურავენ დოლბანდში და ჩაასხამენ ჭურჭელში. ამატებენ თაფლს ან შაქარს. 1 ლიტრზე – 50–100 გრამს. დუღილის პროცესის დასრულების მაჩვენებელია სითხის დაწმენდა. ძმრის მოსამზადებლად საჭიროა 40–60 დღე. მიღებული მასა იფილტრება და ინახება ჰერმენტულად თავდახურულ ბნელ ადგილას.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია გამოსადეგარი იქნება თქვენთვის. არ დაგავიწყდეთ ამ რეცეპტის მეგობრებისთვის გაზიარება, ისინი მადლიერები დარჩებიან!

- ეს პროდუქტი გამდიდრებულია საკვები ნივთიერებებით.
- ვაშლის ძმარი გვირეგულირებს სისხლში შქრის შემცველობას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.
- იცავს ჩვენს ორგანოებს ჭარბი ქოლესტერინის მავნე ზეგავლენისგან.
- ვაშლის ძმარი სოკოს საწინააღმდეგო ერთი-ერთი უძლიერესი საშუალებაა.
- ეს უნიკალური პროდუქტი გვეხმარება წონის დაკლებაში.