ასისთავას ხალხური რეცეპტი უმადობის სამკურნალოდ
საკვებისადმი გულგრილი დამოკიდებულა შეიძლება პიროვნული თავისებურება იყოს, მაგარმ ზოგჯერ ორგანიზმში დისბალანსზეც მიუთითებს. მადაზე მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი, განსაკუთრებით კი ცენტრალური ნერვული და კუჭ-ნაწლავის სისტემები. ცენტრალური ნერვული სისტემა გახლავთ შიმშილისა და დანაყრების პროცესების მთავარი მარეგულირებელი, გარდა ამისა ის გასტრონომიულ გემოვნებაზეც ახდენს გავლენას.
მადის მოსაგვარებლად, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი ანთებითი დაავადების სამკურნალოდ fpaparazzi - ის რედაქცია გთავაზობთ გამოვიყენოთ ასისთავას ნაყენი ან ნახარში.
ექიმის კომენტარი: ასისთავას სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან იყენებენ. იგი ერთწლიანი ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 15-35 სმ, წვრილი ფესვით. ფესვთანური ფოთლები ქმნიან როზეტს. ღერო წვრილია, ოთხწახნაგოვანი, შეფოთლილი, დატოტვილი, რომელიც მთავრდება ფარისებრი თანაყვავილედით. ყვავილები პატარაა, მუქი, ღეროს ფოთლები მოპირისპირეა, ნახევრად ღერომხვევი, წაგრძელებულკვერცხისებრი ან ლანცეტისებრი, სიგრძით დაახლოებით 3 სმ, სიგანით 1-1,5 სმ, 3-5 ძარღვით. ყველა ფოთოლი კიდემთლიანია.
ყვავილობს ივნისიდან შემოდგომამდე. ხარობს მდელოებზე, ტყის პირებში.
ასისთავას კახეთში დედამიწის ნაღველას და ხოროსანს ეძახიან, ფშავში - ხოროშანს, დურიაში - ხინახინას, აჭარაში - ხინას, სამეგრელოში - ჭამს.
ნედლეულად იყენებენ მცენარის მიწისზედა ნაწილს. მას აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში, როდესაც როზეტის ფოთლებს ჯერ არ დაუწყიათ გაყვითლება, და გახმობა. მცენარეს ჭრიან დანით ან ნამგლით, უფრო ხშირად კი მიწიდან აძრობენ ფესვებიანად, კრავენ პატარა კონებად, ფესვებს აჭრიან და კიდებენ თოკზე გასაშრობად, ან თხელ ფენად აწყობენ.
ასისთავას ყველა ნაწილი მდიდარია გლიკოზიდებითა და ალკალოიდური ნივთიერებებით (0,6-1%), რომელთა შორის ყველაზე მეტია ფსევდოალკალოიდი გენციანინი. მიწისზედა ნაწილი ასევე შეიცავს გლიკოზიდ ცენტაურეინს, C ვიტამინს, ბეტა ამირინს, აცეტატს.
ასისთავას ნაყენი მადის მოსამატებელი და პერისტალტიკის გამაძლიერებელია.
ასისთავას ნახარშს იყენებენ კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სადინარების დაავადებების, გაცივებისა და ციების დროს.
დიდი დოზებით ასისთავას პრეპარატების მიღება იწვევს საჭმლის მონელების პროცესების დარღვევას.

- ასისთავას ნაყენი: 1 სუფრის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათით გააჩერეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3 ჯერ ჭამამდე ნახევარსაათით ადრე.
- ასისთავას ნახარში: 2 სუფრის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდურარე წყალი, 15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე წყლის აბაზანაში, გაწურეთ, შეავსეთ მდურარე წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ მესამედი ჭიქა დღეში 2-3 ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ასისთავას ნახარში უხდება კუჭის წვენის მაღალმჟავიანობას, დიზენტერიას, დისპეფსიურ მოვლენებს, მეტეორიზმს, გულძმარვასა და პირღებინებას.