ამ ხალხურმა წამლებმა მე-მეუღლე, ბავშვებს კი მამა დაუბრუნა.
მას შემდეგ, რაც სამსახურიდან დაითხოვეს, ჩემმა ქმარმა ცხოვრების ინტერესი დაკარგა. საკუთარ თავში ჩაიკეტა, აღარც ჭამდა და აღარც სვამდა. აღარ გვკითხულობდა, აღარ გველაპარაკებოდა... აღარ ვიცოდი, რით მეშველა. ბოლოს გადავწყვიტე, ხალხური მეთოდები მეცადა. უამრავი საშუალება გამოვცადე და ბოლოს რამდენიმეზე შევჩერდი. ამ წამლებმა მე-მეუღლე, ბავშვებს კი მამა დაუბრუნა. გთავაზობთ ამ რეცეპტებს/
- დეპრესიული მდგომარეობის, ნერვული სისტემის გამოფიტვის, ასთენიისა და ნერვული წარმოშობის სისუსტის დროს სვით შვრიის ღეროების ნახარში: 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ შვრიის ღეროს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი. მიიღეთ ჭამის წინ, დღეში სამჯერ.
- ნერვული სისტემის გამოფიტვისა და უძილობის შემთხვევაში მიიღეთ ნაღველას ნაყენი: 2 სუფრის კოვზი დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 10 წუთს. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- თუ არ გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა და გული, არ გტანჯავთ უძილობა, ნევრასთენიისა და დეპრესიის დროს მიიღეთ მანჯურიული არალიის ფესვების ნაყენი, 15-20 წვეთი დღეში ორჯერ.
- აიღეთ 2-3 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი შავბალახა (იყიდება აფთიაქებში), ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით ნახევარი საათით, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ სუფრის კოვზით. მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვეა. მე კურსს 6 თვეში ერთხელ ვიტარებ.
- აიღეთ თანაბარი რაოდენობის პიტნის ფოთლები, ძიძოს ღეროები, კუნელი, კალანდულასა და თავშავას ყვავილები, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და ნახევარი საათით დააყენეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე. ნაყენის მიღება უმჯობესია ზამთრის მიწურულს დაიწყოთ.