რეცეპტი რომლითაც ჩვენი წინაპრები უშვილობას მკურნალობდნენ
ხალხური მედიცინა მრავალი საუკუნეა ებრძვის უნაყოფობას და ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ეფექტიანი საშუალებებიც შეიმუშავა. უშვილობა დღეს მრავალი ოჯახის პრობლემაა, ამიტომ მსურს გაგაცნოთ რამდენიმე რეცეპტი, რომლებითაც ჩვენი წინაპრები უშვილობას მკურნალობდნენ. სცადეთ, ცდა ბედის მონახევრეა.
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი მრავალძარღვას თესლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და 15-20 წუთით დადგით სითბოში, შემდეგ 5 წუთს ადუღეთ, გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღში სამჯერ, 1-2 თვის განმავლობაში.
- 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ კულმუხოს ფესვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და 15 წუთს ადუღეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ 4 საათს გააჩერეთ. მიიღეთ სუფრის კოვზით დღეში 3-4-ჯერ ერთი თვის განმავლობაში.
- მოაგროვეთ ხორბლის ჭყინტი მარცვლები, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
- 1 ჩ/კ სალბის ბალახს დაასხით 1 ჭ მდუღარე, დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ. მიიღება 1/2 ჭ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ წუთით ადრე, ან მცენარის ახალგამოწურული წვენი 1 დესერტის კოვზი 2-ჯერ დღეში უზმოზე და საღამოს. მიიღება 12 დღე მენსტრუაციის შეწყვეტისას.
- 3-4 ს/კ მატიტელას დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი შეფუთე, დააყენეთ 4 სთ, გაწურეთ. მიიღება 1-2 ჭ 4-ჯერ დღეში ჭამამდე 20 წთ-ით ადრე.
- 1 ს/კ დროზერას ბალახს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ თბილ ადგილას 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 2 ს/კ 3-ჯერ დღეში.
- 20 გრ გველის სურო 200 გრ არაყში ხარშეთ 5 წთ. გააცივეთ, გაწურეთ, შეინახეთ ცივ, ბნელ ადგილას. მიიღება 25 წვ 3-ჯერ დღეში.
- 3გრ ფუტკრის რძეს შეურიეთ 10 გრ თაფლი. მიიღება 1 ჩ/კ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 1 სთ-ით ადრე.
- 20 გრ გულყვითელას ყვავილი, 20 გრ ძიძოს ყვავილი, 10 გრ ფარსმანდუკის ბალახი, 10 გრ წითელი მოცვის ფოთოლი, 15 გრ ცაცხვის ყვავილი, 25 გრ თავშავა. 2 ს/კ მშრალ, დაქუცმაცებულ ნაკრებს დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ თერმოსში, გაწურეთ. მიიღება 3/4 ჭ (150 მლ ) 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.