მაღალი არტერიული წნევის დროს შავბალახას ნაყენი უებარია
შავბალახა შეიცავს ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ასკორბინის მჟავას, მინერალურ მარილებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ის შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა - კატაბალახაზე თითქმის 3 - 4- ჯერ ძლიერი. ხალხურ მედიცინაში შავბალახას ასევე იყენებენ საგულე საშუალებად, ხუთვის, წყალმანკის, კუჭის სპაზმების, მალარიის, კუჭ - ნაწლავის დაავადებების, ნერვული აშლილობისა და შიშების სამკურნალოდ.
შავბალახას ნაყენი ასე მზადდება:
შავბალახას ნაყენი ასე მზადდება:
- 1 ან 2 სუფრის კოვზ გამხმარ ბალახს, რომელიც აფთიაქებში იყიდება, დაასხით 250 მლ წყალი. ადუღეთ, სანამ დაახლოებით 12 სუფრის კოვზი არ დარჩება. მიიღეთ ორ - ორი სუფრის კოვზი დღეში რამდენჯერმე ან ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ.
- შავბალახა აგრეთვე კარგია მაღალი წნევის, გულის რიტმის დარღვევის დროს. ამ შემთხვევაში 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 200 მლ ცივი წყალი და დაახლოებით რვა საათით ასე დატოვეთ, შემდეგ გადაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში.
- არსებობს მომზადების სხვაგვარი წესიც: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე წყალი. დადგით ორი საათით. მიიღეთ ღვინის ჭიქით დღეში ოთხჯერ, ჭამის წინ.
- მედიცინაში იყენებენ ნედლი შავბალახას წვენსაც როგორც დამამშვიდებელ საშუალებას. ამ შემთხვევაში ის უნდა მიიღოთ 30 - 40 წვეთი, დღეში რამდენჯერმე.