ეს სამკურნალო ნახარში სამუდამოდ დაგავიწყებთ დაღლილობას, სისუსტეს და დეპრესიას!

ეს სამკურნალო ნახარში სამუდამოდ დაგავიწყებთ დაღლილობას,  სისუსტეს და  დეპრესიას!
ყველას, ვისი გუნება-განწყობილება ამინდსა და წელიწადის დროზეა დამოკიდებული FPAPARAZZI - ის რედაქცია გირჩევთ უძველესი ხალხური რეცეპტის გამოყენებას, რომელიც მოგიხსნით უგუნებობას, მოგიწესრიგებთ საჭმლის მონელებას და ნივთიერებათა ცვლას. რეცეპტს არ აქვს უკუჩვენებები და ასაკობრივი შეზღუდვა.

ინგრედიენტები:
  • ცერეცოს თესლი.
  • ძირას თესლი.
  • კამის თესლი.
  • ქინძის თესლი.


მომზადება და გამოყენების წესი:
  1. შეურიოთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის ცერეცოს, ძირას, კამის და ქინძის თესლი.
  2. ნარევის 1 სუფრის კოვზს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე და წამოადურეთ დაბალ ცეცხლზე 2 წუთი.
  3. შემდეგ გადმოდგით და გადაწურეთ.
  4. სვით ნახარში ჩაის მაგივრად დღის განმავლობაში მანამდე, სანამ არ იგრძნობთ, რომ არა მხოლოდ განწყობილება გაგიუმჯობესდათ, არამედ თავსაც ძალიან
  5. კარგად გრძნობთ და ჯანმრთელობის მდგომარეობა უწინდელთან შედარებით უკეთესია.



ექიმის კომენტარი: განვიხილოთ რეცეპტის თითეული კომპონენტი:
ცერეცოს თესლი მდიდარია ეთერზეთებით, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო, სპაზმების მომხსნელი და ამოსახველებელი ეფექტი აქვს, აწესრიგებს საჭმლის მონელებას. ამ მცენარის ექსტრაქი შედის ზოგიერთი დამაშვიდებელი ეფექტის მქონე კომპლექსური პრეპარატის შემადგენლობაში.
ძირაც მდიდარია ეთერზეთებით, ცილებით, ფლავონოიდებით, ცხიმოვანი ზეთით. ძირას ნაყენი აუმჯობესებს მადას, ზრდის კუჭ-ნაწლავის მოტორულ და სეკრეციულ აქტივობას, ხსნის სპაზმებს, აქვს შარდმდენი, ლაქტოგენური ეფექტი.
კამის თესლს აქვს სპაზმოლიზური, მსუბუქი დამამშვიდებელი, საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელი და მეტეორიზმის საწინააღმდეგო ეფექტი.
ქინძი მდიდარია სხვადასხვა ვიტამინებით, მინერალებით, მარილებით, ეთერზეთებით, ფლავონოიდებით, გლიკოზიდებით. ასეთი ბიოაქტიური ნივთიერებები მცენარეს მრავალმხრივ სამკურნალო ეფექტს ანიჭებს. იგი გამოიყენება ავიტამინოზის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ასთენიური მდგომარეობების, საჭმლის მონელების დარღვევის დროს. ამ მცენარეთა კომპლექსური გამოყენება უთუოდ წაადგება თქვენს ორგანიზმს.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"