ამ ნაყენის მიღების შემდეგ, თქვენ გულის ტკივილი აღარ შეგაწუხებთ!
თუ გული გაწუხებთ, გირჩევთ აუცილებლად მოამზადოთ ნაყენი, რომელიც მხოლოდ გულის მუშაობას კი არ მოგიწესრიგებთ, მთელ ორგნანიზმს გაგიმაგრებთ, კუჭისა და ნაწლავების მუშაობას გააუმჯობესებს. თქვენი გუნება აღარ იქნება დამოკიდებული ამინდის ცვალებადობაზე. მე ამაში თავად დავრწმუნდი - თითქმის ყოველ ზამთარს ვსვამ ამ უებარ წამალს.
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
50 გრ ძირას თესლი დაფქვით, დაამატეთ 200 გრ შაქრის ფხვნილიდა და დაასხით 1 ლ არაყი. დადგით ორი კვირის განმავლობაში, პერიოდულად ბოთლი შეანჯღრიე, რომ ძირაში შემავალი ეთერზეთი მთლიანად გადავიდეს ნაყენში. ორი კვირის შემდეგ ნაყენი გაწურეთ. მიიღეთ 25-30 გრ ჭამის შემდეგ.
ძალიან მალე იგრძბობთ, რომ გული უკეთ მუშაობს, გარდა ამისა გაგიუმჯობესდებათ მადა, თუ გაზები გაწუხებთ , ეს პრობლემაც მოგეხსნებათ. ნაყენი ნაწლავებს ჭიებისგან ათავისუფლებს. ბოლო დროს არაერთი წერილი წავიკითხე იმის შესახებ, რომ, თურმე ბევრი საშინელი დაავადების მიზეზი სწორედ ჭიები ყოფილა, რომელთა ჩვენს ორგანიზმში არსებობის შესახებ ხშირად არც კი ვიცით. ასე , რომ, ძირას ნაყენით ორგანიზმსაც გაისუფთავებთ და გულსაც გაიმაგრებთ.
ექიმის კომენტარი:
ძირას თესლი მდიდარია ცხიმოვანი ზეთით, ცილებით, ფლავონოიდებით, აგრეთვე , ეთერზეთით, რომელიც სურნელოვან ნივთიერებებს შეიცავს.
ძირას ნაყენი აუმჯობესებს მადას, ზრდის კუჭის მოტორულ და სეკრეტორულ აქტიურობას, ააქტიურებს ნაღვლის გამოყოფას. მაგრამ ძირას ძირითადი ფარმაკოლოგიური ეფეტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი კუნთების სპაზმის მოხსნა და კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს ფერმენტული პროცესების შებოჭვაა.
გარდა ამისა, ძირას შარდმდენი და ლაქტოგენური ( მეძუძურ დედებში რძის გამოყოფას ააქტიურებს ) მოქმედებაც აქვს, ხელს უწყობს ლორწოსა და ნახველის გამოყოფას.
ძირას პრეპარატები გამოიყენება ნაწლავების ფუნქციის დარღვევისა და სპაზმური მდგომარეობების დროს. მათ ნიშნავენ გასტრიტის, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის დროს. ძირას სასუნთქი გზების დაავადებათა დროსაც იყენებენ. იგი სხვადასხვაგვარ ფიტოთერაპიული რეცეპტთა შემადგენლობაშიც შედის და გამოიყენება კომბინირებული მკურნალობისათვის.
გულის მუშაობაზე ამ მცენარეს დადებით ეფექტი შესაძლოა მის სპაზმოლიზურ და ზოგადგამაჯანსაღებელ მოქმედებას უკავშირდებოდეს.
ინგრედიენტები:
- 50 გრ ძირას თესლი
- 200 გრ შაქრის ფხვნილი
- 1 ლ არაყი