ეს მარცვლები - შესანიშნავი, ნატურალური წამალია უძილობისას და არა მარტო...

ეს მარცვლები - შესანიშნავი, ნატურალური  წამალია უძილობისას და არა მარტო...
კამის თესლი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ. ნეფროლითიაზის (თირკმელებში კენჭების წარმოქმნა) დროს როგორც ძლიერი შარდმდენი საშუალება, გაციების და ძლიერი ხველის დროს - როგორც კარგი ამოსახველებელი საშუალება.

ძუძუთი კვების დროს კამის თესლის ნაყენი შესანიშნავად ამაღლებს ლაქტაციას ხოლო პატარებს ეს ნაყენი შებერილობისა და მუცლის ტკივილისგან იცავს. თვალის დაავადებებისას, ისეთების როგორიცაა კონიუქტივიტი, ირიტი და ა.შ. შესანიშნავად მოქმედებს გამორეცხვა კამის ნახარშით და ნაყენით.

კამის ნაყენისა და ნახარშის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ადამიანებისთვის, რომელთაც დაბალი არტერიული წნევა აწუხებთ.


კამის მარცვლების ნახარში უძილობის სამკურნალოდ
50 გრამი კამის თესლი უნდა შევურიოთ ხარისხიან წითელ ღვინოს და მივიყვანოთ დუღილის ტემპერატურამდე, გავაცივოთ და გადავასხათ გაუმჭვირვალე ჭურჭელში. ნერვული გაღიზიანების დროს რომელსაც უძილობა ახლავს მივიღოთ ერთი კოვზი ნახარში ძილის წინ.

კამის წყალი პატარებისთვის
ერთ ჩაის კოვზ კამის თესლს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და დააფარეთ მყარად თავსახური, ამ მდგამრეობაში გააჩერეთ მინიმუმ ერთი საათი. სუფთა ნაჭრით გაფილტრეთ ნახარში, გააცივეთ. შეინახეთ კამის წყალი მაცივარში. გამოიყენეთ ბავშვის მეტეორიზმის და კოლიკი სდროს ერთი ჩაის კოვზის ოდენობით არაუმეტეს დღეში სამისა.

კამის ნახარში მაღალი წნევისას და თავის ტკივილისას
შეურიეთ ორი ჩაის კოვზი დაფქული კამის თესლი და ნახევარი ლიტრი ანადუღარი წყალი, დააყენეთ 10 წუთი, მიიყვანეთ დუღილამდე და სუფთა მართლის საშუალებით გაფილტრეთ.

შეინახეთ ჰერმეტულად დაცულ ჭურჭელში, რადგან ფასეული ზეითუნის ზეთი არ აორთქლდეს. ეს ნაყენი უნდა მიიღოთ ჭამის წინ, ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ. ეს სამკურნალო ნაყენი მოგიხსნით თავის ტკივილს, გაგიფართოვებთ სისხლძარღვებს და შესანიშნავად დაწევს პერისტალტიკას.

კამა ღამის ენურეზის დროს (შარდის შეუკავებლობა)
ერთი კოვზი დაფქული კამის თესლი მოხარშეთ ერთ ჭიქა სუფთა წყალში, ჩაასხით ჰერმეტულად დაცულ ჭურჭელში, შეფუთეთ და დაიცადეთ 3 საათი. მიიღეთ ნახარშის სრული პორცია ძილის წინ. ბავშვებისთვის ერთი დოზა უნდა იყოს ზუსტად სამჯერ მცირე ვიდრე დიდებისთვის. კამის ნახარშით მკურნალობის კურსი შედგება 5-7 დღისგან.

კამის გამაახალგაზრდავებელი მოქმედებები
შეურიერთ ერთნაერი რაოდენობით სმაროდინის ფურცლები, კამის თესლი, ვაშლის გამომშრალი კანი, მალინის ფოთლები, სვიის გირჩები.

დაფქვით ყველაფერი ხვნილის მიღებამდე. დაასხით ფხვნილს ცხელი წყალი თხევადი კონსისტენციის მიღებამდე და ადუღეთ ნელ ცეცხლზე რამოდენიმე წუთი.
გაცივებული ნაყენი გაფილტრეთ, კარგად გაწურეთ მარლის გამოყენებიით. მიიღეთ ნახარში დილით უზმოზე და ღამით ძილის წინ. ეს სამკურნალო ნახარში - შესანიშნავი საშუალებაა მთელი ორგანიზმის გაახალგაზრდავებისთვის და გაძლიერებისთვის.