დაამარცხეთ ქრონიკული კოლიტი ხალხური რეცეპტებით

დაამარცხეთ ქრონიკული კოლიტი ხალხური  რეცეპტებით
მამაჩემს ქრონიკული გასტროდუოდენიტი აქვს, ამიტომ ხშირად უჩივის კუჭის ტკივილს. გამუდმებით მკურნალობს. ერთხელ გადავწყვიტე, ექიმის დანიშნულებასთან ერთად ხალხური მეთოდებიც მეცადა და კმაყოფილი დავრჩი. გამოცდილებას დიდი სიამოვნებით გავუზიარებ თქვენს მკითხველს.

  • კუჭის ქრონიკული დაავადებების - გასტრიტის, წყლულის - დროს, აგრეთვე - მსხვილი ნაწლავის ანთების დროსაც, მთელი თვის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღეთ 8 გრამამდე დინდგელი. უნდა ღეჭოთ დიდხანს. კარგი იქნება, თუ ამას გააკეთებთ უზმოზე.

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს კარგია ასეთი ნაკრები: საპონა, ვირისტერფა, ასფურცელა, უკვდავა, გვირილა, წითელი მოცვი, აბზინდა, მოცვი, კატაბალახა. ჩვეულებრივი წესით დააყენეთ და დალიეთ.

  • კუჭის ტკივილის დროს აიღეთ 1-2 სუფრის კოვზი კრაზანა, ჭინჭარი ან კაკლის უღელი, დაასხით 1 ჭიქა წყალი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ და მიიღეთ უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • მაღალი მჟავიანობის დროს აიღეთ 2-2 სუფრის კოვზის ბაღის პიტნა, ფარსმანდუკი, კრაზანა, 1/4 სუფრის კოვზი კამის თესლი, ქონდარა ნუში. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 20 წუთით დააყენეთ და მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სვით 2-3 თვის განმავლობაში.

  • დაბალი მჟავიანობის დრის აიღეთ თანაბარი რაოდენობით ბაღის პიტნა, გვირილა, კამის თესლი, კვლიავი, კატაბალახა ( ნახევარი წილი), სვია. ჩვეულებრივი წესით დააყენეთ და სვით უზმოზე 2-3 თვის განმავლობაში.

    მეტეორიზმის წამალი:
  • 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფესვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი. გააჩერეთ 8 საათი, გადაწურეთ. მიიღეთ 50 მლ დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ. ეს ნაყენი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მონელებას.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი