დარწმუნებული ხართ რომ ყველაფერი იცით სანელებელ ძირაზე? გაეცანით აქ მის სამკურნალო თვისებებს...
არომატის გასაძლიერებლად საკმარისია ოდნავ მოხალოთ თესლი მშრალ ტაფაზე ( ისე კი ყველანაირი თესლი ჯერ გარეცხეთ, გააშრეთ და მერე მოხალეთ ). ზოგადად ძირა ხორციან საჭმელებს უხდება, ეს ჩვენში კარგად დაფასებული საკმაზია. ვინც ამას რეგულარულად მოიხმარს, არც სუქდება და არც ავად ხდებაო, ასე ამბობენ. მაშ გავიგოთ, რაშია მისი საიდუმლო? სანამ ამის გარკვევას დავიწყებთ, აქვე გეტყვით, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ის ჩვენს ყოველდღიურ რაციონში ჩავრთოთ საჭმლის მომზადებისას.
გირჩევთ!
- ძირა ეხმარება გახდომაში, რამდენადაც აუმჯობესებს საჭმლის გადამუშავების პროცესს. აჩქარებს მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლას ). ამიტომ ძირათი შეზავებული ცხიმიანი ხორცის შემდეგ კუჭი არ მძიმდება;
- ძირას მსუბუქი ნაყენი ბავშვებში მუცლის ჭვლებს ხსნის;
- თესლი კარგია გულ - სისხლძარღვთა დაავადებების დროს. აქვეითებს ინფარქტის რისკს და ხელს უშლის თრომბების წამოქმნას;
- შაკიკის დროს - მიიღეთ ძირას მსუბუქი ჩაი, დაჟეჟილზე ან კოპებზე დაიდეთ ცხელ წყალზე გამზადებული დაფქული თესლის ფაფა.
ნაყენი მზადდება ასე: 1 ჩ/კ ძირას თესლს დაასხით 1 ჭიქა ცხელი ანადუღარი წყალი; გააჩერეთ არაუმეტეს 30 - 40 წუთისა; მიიღეთ ჭამის წინ 2 ყლუპი, დღეში 3 - ჯერ.
ძირას საფენები: 1 ს/კ ძირა ( ხმარობენ ზირასაც )დაფქვით, დაასხით ანადუღარი ცხელი წყალი იმდენი, რომ სქელი არაჟნის მსგავსი მასა მიიღოთ; ჩადეთ მარლაში და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, დაჟეჟილზე, დალურჯებულზე 10 წუთით, დღეში რამდენჯერმე.
გირჩევთ!
- არ შეიძინოთ ერთბაშად ბევრი თესლი, რადგან გარკვეული დროის შემდეგ მძაღდება;
- შენახვის ვადა არა უმეტეს 6 თვისა;
- საკმარისია ძირა შეიძინოთ თვეში 2 - ჯერ სანდო გამყიდველთან;
- ჯობს თავად დათესოთ.