ვიქტორიანული ეპოქის 19 სასარგებლო რჩევა, რომელიც დღესაც გამოგადგებათ

ვიქტორიანული ეპოქის 19 სასარგებლო რჩევა, რომელიც დღესაც გამოგადგებათ
13. მოხარშული კარტოფილი



კარტოფილი რომ არ ჩაიშალოს, მარილთან ერთად ცოტა შაქარიც დაუმატეთ. როცა კარტოფილი მზად იქნება, წყალი გადაასხით და კარტოფილი თავდახურულ ქვაბში ცოტა ხნით ცეცხლზე დატოვეთ, რომ კარტოფილი გამოშრეს.



14. მარილის ლაქები



ფეხსაცმელი მარილის ლაქებისგან რომ გაწმინდოთ, გამოიყენეთ სოდისა და ცხელი რძის ნარევი. ასეთი გაწმენდის შემდეგ ფეხსაცმელი კარგად გააშრეთ და ჩვეულებრივი საშუალებით გაწმინდეთ. 



15. კომპასი საათისგან



ექსტრემალურ პირობებში ჩვეულებრივი საათი შეიძლება კომპასად ვაქციოთ. ამისთვის საათი დაიკავეთ ისე რომ საათის ისარი მზეს უთითებდეს. საათის გასწვრივ ბალახი ან მავთულის ნაწილი დაამაგრეთ ისე რომ პატარა ისარს და ციფრ 12-ს შორის მანძილი თანაბრად გაყოთ. მავთულის ბოლო ციფრს 12-სა და პატარა ისარს შორის სამხრეთის მიმართულებას მიუთითებს. 



16. მოჭრილი ყვავილები



მოჭრილი ყვავილის სიცოცხლის გახანგრძლივებაში ცხელი წყალი დაგეხმარებათ. ცხელ წყალში ყვავილის ღერო მოათავსეთ და დაელოდეთ სანამ წყალი გაგრილდება. ამის შემდეგ ღერო გადაჭერით და თაიგული ცივ წყალში მოათავსეთ. ყვავილი წამიერად გამოცოცხლდება და კიდევ რამდენიმე დღე გაგახარებთ.



17. ტანვარჯიში ფილტვებისთვის



თავი კარგად რომ იგრძნობთ ივარჯიშეთ არა მხოლოდ სხეულისთვის, არამედ ფილტვებისთვის. ამისთვის დადექით სწორად, თითის წვერებზე აიწიეთ და თავი უკან გადაწიეთ. ჩაისუნთქეთ ისე რომ ფილტვები ჰაერით ბოლომდე აავსოთ და ნელ-ნელა ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ რამდენჯერმე. გაიმეორეთ დილას და საღამოს. 



18. გრძელი ლურსმანი 



გრძელი ლურსმანი რომ ამოაძროთ, მოამზადეთ შესაბამისი ინსტრუმენტი. ამისთვის გამოგადგებათ ბრტყელტუჩა, მკვნეტარა ან ნებისმიერი ხის ინსტრუმენტი. 



19. კერამიკის დოქი



სავსე კერამიკის დოქი მაგიდასთან ისე, რომ მიიტანოთ რომ არ გატეხოთ ხელში ისე დაიჭირეთ რომ დიდი თითით დოქის ზედა ნაწილი შიგნითა მხრიდან დაიჭიროთ.