როგორ გავაფართოვოთ და გავხადოთ კომფორტული ნებისმიერი ფეხსაცმელი? 5 რჩევა ექსპერტებისგან

როგორ გავაფართოვოთ და გავხადოთ კომფორტული ნებისმიერი ფეხსაცმელი? 5 რჩევა ექსპერტებისგან
ალბათ თითოეულ ქალბატონს აქვს ერთი წყვილი ისეთი ფეხსაცმელი, რომლით სიარულიც უდიდეს დისკომფორტთანაა დაკავშირებული. როდესაც მაღაზიაში ფეხსაცმელს ვიზომავთ, გვეჩვენება, რომ ის იდეალურად გვერგება, თუმცა საკმარისია ორი ნაბიჯი გადავდგათ და მაშინვე ვხვდებით, რომ მცდარი არჩევანი გავაკეთეთ.

თუ თქვენთვის ეს სიტუაცია ნაცნობია, არ ინერვიულოთ, რადგან ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გასწავლით რამდენიმე ხრიკს, თუ როგორ გავაფართოვოთ ფეხსაცმელი და გავხადოთ ის კომფორტული.

1. ჩაასხით ფეხსაცმელში სპირტი და ჩაიცვით ის 2 საათით (უკეთესი იქნება, თუ იმოძრავებთ). არ ინერვიულოთ, რადგან სპირტი არ მიაყენებს ზიანს თქვენს ფეხსაცმელს, არამედ პირიქით - გახდის მას გაცილებით კომფორტულს.



2. ფენისა და თბილი წინდების დახმარებით თქვენ ხანმოკლე დროში მარტივად შეძლებთ ფეხსაცმლის გაფართოებას და დარბილებას.



3. ტყავის ან დერმატინის ფეხსაცმელი დაამუშავეთ აბუსალათინის ზეთით. დამუშავების შემდეგ გაწმინდეთ ის სუფთა ნაჭრის დახმარებით. ასე თქვენი ფეხსაცმელი გაცილებით რბილი და კომფორტული გახდება.



4. წაუსვით ფეხსაცმელს შიდა მხრიდან პარაფინი (უბრალო სანთელი) და დატოვეთ მთელი ღამით, ხოლო დილით გაასუფთავეთ ის პარაფინის ნარჩენებისგან. ასე თქვენ ერთხელ და სამუდამოდ შეძლებთ კოჟრების დავიწყებას.



5. დიდი ბაბუების მეთოდი: ჩააფინეთ ფეხსაცმელში დასველებული, დატენიანებული ქაღალდი და დატოვეთ გასაშრობად. გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება ფეხსაცმლის მაღალ ტემპერატურაზე გაშრობა. აუცილებლად დატოვეთ ის ოთახის ტემპერატურაზე.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფრომაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება!