ფეხსაცმელი, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება. ამ გამოგონებამ მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა...

ფეხსაცმელი, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება. ამ გამოგონებამ მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა...
დღეს-დღეობით ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ კომფორტსა და სიმყუდროვეს, რომ მათ გარეშე ცხოვრება ჩვენთვის წარმოუდგენელია... შეგძლიათ გადათვალოთ და დაასახელოთ მიახლოებითი თანხა მაინც, თუ რამდენ ლარს ხარჯავთ ყოველწლიურად ახალი ფეხსაცმლის შესაძენად? ალბათ ასობით, ან თუნდაც ათასობით ლარს... დარწმუნებული ვარ თქვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი სიღარიბისგან იტანჯება და მათ უმრავლესობას ფული არა რამდენიმე წყვილი, არამედ ერთი ფეხსაცმლის შესაძენად არ ჰყოფნის...

გამომგონებელ კენტონ ლის შესანიშნავად ესმის, რომ მილიონობით მშობელს უბრალოდ არ აქვს იმის საშუალება, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე თუნდაც ერთი წყვილი ფეხსაცმელი შეუძინოს საკუთარ შვილს... ამასთავე ბავშვები თვალსა და ხელს შუა იზრდებიან. შესაბამისად კაცმა არ იცის, თუ რამდენ ხანს მოერგება ეს ახალი ფეხსაცმელი მათ...


სწორედ ამიტომ მამაკაცმა გასაოცარი რამ გამოიგონა: ფეხსაცმელი, რომელიც... იზრდება ბავშვის ფეხის ზრდასთან ერთად.

ფეხსაცმელი, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება. ამ გამოგონებამ მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა...

ავტორის თქმით ეს ფეხსაცმელი შესაძლებელია გაიზარდოს მთელი ხუთი ზომით. მისი ჩანაფიქრის მიხედვით ბავშვს მსგავსი ფეხსაცმელი მინიმუმ 5 წელი უნდა ეყოს...


"მსოფლიოში ცხოვრობს 300 მილიონამდე ბავშვი, რომელსაც ფეხზე ჩასაცმელი არ გააჩნია და გაცილებით კიდევ უფრო დიდი რიცხვი იმ ბავშვებისა, რომელთაც სხვა ზომის ფეხსაცმელი აცვიათ" - ამბობს კენტონ ლი.


ასეთ ფეხსაცმელს შეუძლია ბავშვებს თავიდან აარიდოს ტრამვები, რომლებსაც ფეხშიშველი სიარულის დროს იღებენ, ინფექციები, რომლებიც ჭრილობების შედეგად ვრცელდება და ა.შ.


კენტონმა შეაგროვა მთელი ჯგუფი, რომელიც მუშაობს მსგავსი ფეხსაცმელების ახალ დიზაინზე. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამ მიდგომას შეუძლია მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გაუმჯობესება.



ვუსურვეთ წარმატებებს ამ ნამდვილად მისაბაძ ახალგაზრდებს!