როგორ გავისწოროთ თმა თმის უთოს გარეშე? - ეფექტური მეთოდები, რომლებიც თმას ნაკლებად დაგიზიანებთ

როგორ გავისწოროთ თმა თმის უთოს გარეშე? - ეფექტური მეთოდები, რომლებიც თმას ნაკლებად დაგიზიანებთ

კოსმეტიკური საშუალება


ნებისმიერ ფირმაში, რომელიც თმის დასასწორებელ პროდუქტს უშვებს, არსებობს კოსმეტიკური საშუალება, რომელიც იდეალური გლუვი ეფექტის მიღებაში დაგეხმარებათ. შეიძინეთ პროფესიონალური სპრეი, გელი, ფიქსატორი, კრემი სილამაზის სალონებში ან სპეციალურ მაღაზიებში. ეს საშუალებები ტალღოვანი თმის დასწორებაში დაგეხმარებათ, მაგრამ ჯიუტი ხვეული თმის დასწორება მათ ძალებს აღემატება. 

პროფესიონალი სტილისტები გირჩევენ შემდეგი საშუალებების გამოყენებას:
  1. დამარბილებელი სითხე - Lazer Straight Relaxing Fluid, UNITE-სგან.
  2. სპრეი თმის პრიალებისთვის - Elnett Heat Protect Styling Spray Straight, L’Oreal Paris-სგან.
  3. თმის დასასწორებელი ბალზამი ჩამობანის გარეშე - Hemp Natural Strength Straightening Balm, Alterna-სგან.
  4. მკვებავი კრემი, გლუვი ეფექტი Tecniаrt Hair Mix Supreme Smooth, L'Oreal Professionnel-სგან. 
  5. დასასწორებელი ჯიუტი ხვეული თმისთვის Chooz Anti-Frizzer, ფრანგული ბრენდი Cutrin-სგან. 
  6. სითხე მსუბუქი მოდელირებისთვის Day by Day Straightening Fluid no Frizz, Green Light-სგან.
 



რეკომენდაცია: ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. დარწმუნდით, რომ კოსმეტიკური საშუალება არ შეიცავს სპირტს, რომელიც თმას აშრობს და დასწორებას ხელს უშლის. პრაქტიკულად ყველა პროდუქტი შეიცავს სილიკონს, რომელიც თხელი თმისთვის რეკომენდებული არაა. დარწმუნდით, რომ პროდუქტი სილიკონს არ შეიცავს. 
მიუხედავად იმისა რამდენად პოპულარულია ესა თუ ის პროდუქტი, დარწმუნდით რომ ის თქვენთვის არის მისაღები. ერთდროულად რამდენიმე პროდუქტის გამოყენება ეფექტს გააძლიერებს. 


ბიოდასწორება
თუ თმის ყოველდღე დასწორება მოგბეზრდათ, გამოიყენეთ პოპულარული პროცედურა, რომელსაც ბრაზილიურ დასწორებას უწოდებენ. ამისთვის სპეციალისტები კერატინის შემცვლელ პრეპარატს იყენებენ. ამ პროცედურის შემდეგ თმა არა მხოლოდ პრიალა , არამედ უფრო ჯანმრთელი და მოვლილი სახე ექნება. 

კერატინით თმის დასწორების უპირატესობები:


  • თმის გაშრობის დროს დამატებითი კოსმეტიკური საშუალებები აღარ დაგჭირდებათ. 
  • წვიმიან ამინდში მოხვედრის დროს არ შეგეშინდებათ, რომ თმა კვლავ დაგეხვევათ. 
  • ეფექტი 6 თვე გრძელდება. 
  • პროცედურის შემდეგ თმას ენერგია და ჯანმრთელი სახე აქვს. 
  • კერატინი თმის ყოველ ღერში ხვდება, სტრუქტურას შიგნიდან აღადგენს.