თმის გასწორება საშრობისა და უთოს გარეშე

თმის გასწორება საშრობისა და უთოს გარეშე
სწორი და სრიალა თმა ძალიან ლამაზია, თუმცა იშვიათი გამონაკლისის გარდა, მიუღწევადია საშრობით ან უთოთი დასწორების გარეშე, რაც თმას აზიანებს.

წარმოგიდგენთ საშუალებას, რომელიც არამხოლოდ ასწორებს თმას, არამედ კვებავს კიდეც მას.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 ყავის ჭიქა ქოქოსის კრემი.
  • 4 სუფრის კოვზი მაიონეზი.
  • 1 ცალი კვერცხი.
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
  • 3-4 კაფსულა ე ვიტამინი.
  • 5 წვეთი ლავანდის ეთერზეთი (სურვილის შემთხვევაში).

    მომზადება:
    კარგად ათქვიფეთ კვერცხი. დაუმატეთ ქოქოსის კრემი და განაგრძეთ თქვეფა. თანდათანობით დაუმატეთ მაიონეზი, ზეითუნის ზეთი და ე ვიტამინის კაფსულების შიგთავსი, ასევე ლავანდის ეთერზეთი. კარგად ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

    გამოყენება:
    თმა კარგად დაივარცხნეთ. დაიყავით თმა პატარა სექციებად და თითოეულზე წაისვით ნიღაბი, თან ხელით ჩამოისწორეთ. როდესაც თმის თითოეულ სექციაზე წაისვამთ, წვრილკბილიანი სავარცხლით კარგად ჩამოივარცხნეთ. გადაისვით კიდევ ერთი პირი ნიღაბი და ისევ დაივარცხნეთ.
    თმა შეიხვიეთ ცელოფნის პარკით და 2 საათში დაიბანეთ შამპუნით, შემდეგ წაისვით ბალზამი ან კონდიციონერი. არ გაომიყენოთ თმის საშრობი და უთო.