7 მოქმედი ხრიკი, რომელიც თქვენს კულულებს შესანიშნავ იერს მიანიჭებს
ხვეული თმა - სიხარული და წყევლა ერთდოულადაა(ხვეული თმის პატრონები დამერწმუნებიან)! შეუძლებელია უბრალოდ დაიბანოთ თავი, გაიშროთ თმა და გაემართოთ საკმის საკეთებლად რადგან რაოდენიმე წუთის შემდეგ კულულები თივის ზვინს დაემზგავსება.
ხვეული თმის დავარცხნა
FPaparazzi-ს რედაქცია ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ: ხვეული თმა შესაძლოა იმდენად იდეალურად გამოიყურებოდეს, რომ შურის საგანიც კი გახდეს, თუკი რამოდენიმე მარტივ წეს დაიცავთ თმის დავარცხნისას.
ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ იდეები, თუ როგორი ვარცხნილობების გაკეთება შეგიძლიათ ხვეული თმით, აღტაცებული ვარ თითოეული მათგანით!
ხვეული თმის დავარცხნა
FPaparazzi-ს რედაქცია ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ: ხვეული თმა შესაძლოა იმდენად იდეალურად გამოიყურებოდეს, რომ შურის საგანიც კი გახდეს, თუკი რამოდენიმე მარტივ წეს დაიცავთ თმის დავარცხნისას.
- ხვეული თმის დასაბანად გამოიყენეთ მსუბუქი შამპუნი ან კონდიციონერთან შერეული, პროპორციით 1:1, ამასთანავე თქვენ უნდა შეარჩიოთ კერატინის მაღალი შემცველობის საშუალება.
- თავის დაბანის შემდეგ, სანამ თმა ჯერ კიდევ სველია, დაივარცხნეთ ის დიდკბილიანი სავარცხელით. ამგვარად თქვენ გაამარტივებთ შემდგომ დავარცხნას.
- ნუ გაიწურავთ სველ თმას: ამით თქვენ რისკის ქვეშ აყენებთ თმის სტრუქტურას. დაბანის შემდეგ უბრალოდ შეიშრეთ თმა პირსახოცით. ხოლო მასაჟორიან სავარცხელზე უმჯობესია უარი თქვათ.
- ხუჭუჭა თმის გაშრობა უმჯობესია ბუნებრივად მოხდეს. თუკი ფენის გამოყენება აუცილებელია, აუცილებლად შეარჩიეთ დიფუზორიანი ხელსაწყო. ფენის ასეთი თავი ჰაერის ნაკადს თანაბრად გადაანაწილებს, რითიც დაგეხმარებათ აკურატულად გაიშროთ თმა.
- დავარცხნის წინ კი თმაზე მდგრადი კონდიციონერი დაიტანეთ. ხვეული თმის სტრუქტურა ფოროვანია, ამიტომ მათი "დამძიმება" საკმაოდ რთულია. ასეთი საშუალება კი კარგად ატენიანებს და იცავს ცხელი ჰაერის ზემოქმედებისგან.
- რეაგულარულად შეიჭერით თმის ძირები, რათა ისინი დროთა განმავლობაში ჩოთქს არ დაემგვანონ. ასევე შეგიძლიათ დამატებითი მოვლისთვის, დაბანის წინ ქოქოსის ზეთიც შეიზილოთ.
- ხვეული თმის ვარცხნილობა პირდაპირ დამოკიდებულია ამინდზე. თუ გარეთ წვიმს ტყუილად ნუ დაკარგავთ დროს რთულ ვარცხნილობაზე, რადგან ის მაინც დაიწყებს აჩეჩვას.
წაისვით თმაზე მდგრადი დამატენიანებელი საშუალება და გაიკეთეთ თავისუფალი კოსა: შეიკარით თმა კეფასთან და დაიმაგრეთ თმის სამაგრით.
ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ იდეები, თუ როგორი ვარცხნილობების გაკეთება შეგიძლიათ ხვეული თმით, აღტაცებული ვარ თითოეული მათგანით!