რატომ ხმება დრაცენას ფოთლები?

რატომ ხმება დრაცენას ფოთლები?
ნათელი მზის სხივები

პირდაპირი მზის სხივები - დრაცენას სახიფათო მტერია, რომელიც ფოთლებს წვავს. დრაცენას მგრძნობიარე ფოთლები წამიერად ყავისფერი ლაქებით იფარება, თუ მზის სხივები მცენარეს "შეეხება". რეკომენდებულია მცენარე ისეთ ადგილას მოათავსოთ, სადაც ოთახი იქნება ნათელი, მაგრამ მზის სხივები პირდაპირ არ მოხდება. 

ინფექციური დაავადებები
თუ მცენარე რომელიმე სოკოს ინფექციით არის დაავდებული ფოთოლი ხმება. ეს შეიძლება მოხდეს თუ დრაცენა სხვა დაავადებულ მცენარესთან ახლოს გიდევთ ან დარგვის დროს დაბინძურებული ნიადაგი გამოიყენეთ. პრევენციისთვის  სპეციალური ქიმიური პრეპარატები გამოიყენეთ.

გავრცელებული ინფექციები:

  • ყავისფერი ლაქები - იწვევს ფოთლების სიმშრალეს და ცვენას.
  • ფოთლოვანი ლაქები - ფოთოლი თანდათანობით შრება. გამოშრობა ფოთლის ზედა ნაწილიდან იწყება. სოკოვანი დაავადება მკვეთრად გამოხატული ყვითელი ფერის ლაქით ჩნდება. 
  • მშრალი ლაქა - ფოთოლზე წვრილი მშრალი ლაქები ჩნდება, რომელიც სწრაფად ფართოვდება და ფოთლის სრულ გახმობას იწვევს. 


ბუნებრივი მიზეზები

წლების შემდეგ დრაცენას ქვედა ფოთლები შეიძლება გახმეს და ჩამოვარდეს და ამაში სახიფათო არაფერია. ეს ბუნებრივი პროცესია და ბევრი კულტურისთვის ნაცნობია. მისი შეჩერება შეუძლებელია და არცაა საჭირო. დრაცენა გააგრძელებს განვითარებას და ახალი ფოთლებიც მალე გამოჩნდება.