რუელიას მოვლის მეთოდები

რუელიას მოვლის მეთოდები
განათება და ადგილმდებარეობა

რუელია ულამაზესი ტროპიკული მცენარეა, რომელიც უკეთ ვითარდება ნათელ ოთახებში, არასაკმარისი სინათლის პირობებში ყლორტები იჭიმება და შეიძლება ყვავილობა არ დადგეს. ორპირი ქარი იწვევს ქვედა ფოთლების ცვენას.

ტემპერატურა


რუელია სითბოს მოყვარული მცენარეა, ზაფხულში მისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 20-25 გრადუსია, ზამთარში 16-18 გრადუსი. მნიშვნელობა აქვს გრუნტის ტემპერატურას, არ შეიძლება მისი დადგმა ცივ რაფაზე. სასურველია მაღალი ტენიანობის პირობების შექმნა, მაგრამ ნორმალური ტენიანობის პირობებშიც კარგად ხარობს. მშრალმა ჰაერმა შეიძლება ფოთლების გახმობა გამოიწვიოს.

მორწყვა


მცენარეს თანაბრად რწყავენ მთელი წლის განმავლობაში და ნიადაგს გამოშრობის საშუალებას არ აძლევენ. ზამთარში შეგიძლიათ მორწყვა შეამციროთ, თუ ჰაერის ტემპერატურა იკლებს.

სასუქი

ზაფხულში და შემოდგომაზე, ყვავილობისას შეაქვთ მინერალური სასუქი თვეშ 2-ჯერ.

ნიადაგი


რუელია არ არის მომთხოვნი ნიადაგისადმი, კარგად ვითარდება ნაყიდ უნივერსალურ სუბსტრაქტში.

გადარგვა

რუელიას პრაქტიკულად არ გადარგავენ, მხოლოდ დამოკლებულ კალმებს გადარგავენ ჭიქებიდან ქოთანში. მცენარე სწრაფად იზრდება და უბრალოდ საჭიროა ახალი კალმების გაფესვიანება ერთ ქოთანში რამდენიმე კალამს რგავენ.

დაავადებები და მავნებლები


რუელია საკმაოდ ამტანია მავნებლებისადმი, მაგრამ შეიძლება ბუგრებმა დააზიანოს.