ციპერიუსის მოვლის წესები შინაურ პირობებში

ციპერიუსის მოვლის წესები შინაურ პირობებში
Fpaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ ციპერიუსის მოვლის რამდენიმე მარტივ წესს

განათება: ციპერიუსი უფრო ინტენსიურად იზრდება დღის შუქის დიდი ოდენობის პირობებში.

ტემპერატურა: ოთახში საკმაოდ მაღალი ტემპერატურა იყოს და არ უნდა ეშვებოდეს 15 გრადუსზე დაბლა. 10 გრადუსის პირობებში მცენარე წყვეტს ზრდას, ყინვები კი მის დაღუპვას იწვევს.

მორწყვა:
ეს გახლავთ ნესტის მოყვარული მცენარე, ამიტომ საჭიროა რეგულარული, მაგრამ ზომიერი მორწყვა. არასასურველია ქოთნის სადგამზე დაგროვილი წყლის დატოვება, რათა მცენარის ძირები არ დაზიანდეს. თვეში ორჯერ საჭიროა ინერალური სასუქის შეტანა. ზამთარში მორწყვის სიხშირეს საგრძნობლად უკლებენ და აცილებენ ქოთნის სადგამს.

ჰაერის ტენიანობა: ოთახი არ უნდა იყოს ზედმეტადგამომშრალი ჰაერით. მცენარე რომ არ დაიღუპოს, საჭიროა მისი შესხურება, თუ ჰაერის ტენიანობა დაბალია. რეკომენდებულია ფოთლების გარეცხვა გამდინარე წყალში. ზაფხულში კარგია მცენარის სუფთა ჰაერზე გამოტანა და წყალთან ახლოს დადგმა.

გადარგვა: გადარგვისთვის უმჯობესია ნიადაგის ნაზავი გამოიყენოთ, რომელიც შედგება ტორფისა და ქვშისგან.