12 სახლის მცენარე, რომლებიც ყველაზე ბნელ ადგილას კი ხარობს
ოთახში, სადაც მზის სხივი იშვიათად ხვდება, ამ მცენარეებისთვის ნამდვილი შვებაა. ისინი შესანიშნავად გრძნობენ თავს სიბნელეში. მათი ღირსება ლამაზი ყვავილები კი არა, ფოთლებია, მაგრამ ეს ცოტა არ არის, თუ უმზეო „დიეტას“ გავითვალისწინებთ და იმას, თუ როგორ ასუფთავებენ ისინი ჰაერს.
კალათეა
ამ მცენარის ლამაზი ფოთლები ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მათთვის კომფორტულია ნახევრად სიბნელე.
დიფენბახია
დაფანტული განათება საუკეთესოა ამ მცენარისთვის. უმჯობესია, ფარდის მიღმა დადგათ. მცენარე განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულ-ზაფხულში, როდესაც ღია ფერის ნაზი ფოთლები უჩნდება.
დრაცენა მარგინატა
ეს გახლავთ ტროპიკების ნაწილი თქვენს საოფისე მაგიდაზე. მაგრამ არიდეთ მას მზის პირდაპირი სხივები, რათა არ დააზიანოთ. მცენარეს ჩრდილი უყვარს.
ქლოროფიტუმი
ძალიან უპრეტენზიო მცენარეა, ამიტომაც პოპულარული. მას შეუძლია მზის გარეშე დიდ ხანს გაძლოს და შესანიშნავად ასუფთავებს ჰაერს.
სოლეიროლია
პაწაწინა ლამაზი ფოთლების მქონე მცენარე შესანიშნავად გამოიყურება საკიდ კაშპოებსა და ქოთნებში მაღალი მცენარეების გვერდით. ნუ დადგამთ მათ დაბალ მცენარეებთან - სოლეიროლიას შეუძლია ისინი „დაახრჩოს“. თქვენგან ხშირი მოწრყვაა საჭირო.
გვიმრა
გვიმრის 200 სახეობაზე მეტის გახარებაა შესაძლებელი შინაურ პირობებში. ისინი კარგად გრძნობენ თავს ჩრდილში, მაგრამ მშრალ ჰაერს ვერ იტანენ. ფოთლებს ხშირი მოპკურება ესაჭიროება.