როგორ შევარჩიოთ მცენარეები სწორად აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფანჯრებთან

[ტემპერატურის საათობრივი ცვლილებები

მცენარეების უმეტესი ნაწილის სრულყოფილი განვითარებისთვის ღამის ტემპერატურა გრილი, დღისით კი თბილი უნდა იყოს. დაბლიდან მაღალ ტემპერატურაზე გადასვლა თანდათანობით უნდა მოხდეს. ტემპერატურის ასეთი ცვლილება ბევრი კულტურისთვის ნორმალურია და კვირტების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს.
აღმოსავლეთის ფანჯარა
ღამე - გრილია, დილით კი ტემპერატურა მატულობს და მთელი დღის განმავლობაში მაღალი რჩება. საღამოს კი ნელ-ნელა გრილდება.
დასავლეთის ფანჯარა
საღამოს სიგრილე უცებ დგება. მზის ჩასვლის შემდეგ ძალიან ცხელ ტემპერატურას უცებ ცვლის ღამის სიგრილე.
ოთახის რომელი მცენარეები შევარჩიოთ?

მცენარის შეძენის დროს აუცილებელია გაითვალისწინოთ თუ რას ანიჭებს მცენარე უპირატესობას და რამდენად შეიძლება ოთახის პირობებში გაიზარდოს. ბევრი კულტურა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფანჯარასთან ადვილად გადის ადაპტაციას, თუმცა ისეთი მცენარის შერჩევას არ გირჩევთ, რომელთაც ასეთი ადგილი არ უყვართ. შეძენამდე მცენარის გაშენების პირობები, ტემპერატურაზე დამოკიდებულება, ჰაერის განათება და ტენიანობის სასურველი დონე კარგად შეისწავლეთ.
მცენარეები აღმოსავლეთ ფანჯარასთან
არაუკარია, ასპარაგუსი, აუკუბა, დრაცენა, სენპოლია, სტრეპტოკარპუსი, კალა, ყოჩივარდა, კლეროდენდრუმი, ასპიდისტრა, პილეია, პუანსეტია, ხოვეა, მარანთა, სინგონიუმი, ფილოდენდრონი, სტეფანოტისი, დიფენბახია, გარდენია, ნეფროპელისი, მირტი, ცისუსი.
მცენარეები დასავლეთის ფანჯარასთან
აგლაონემა, ალამანდა, ანთურიუმი, ლივისტონა, გუსმანია, ვრიეზია, მონსტერა, ბეგონია, კორდილინა, ორქიდეა დენდრობიუმი, კოდიეუმი, პანდანუსი, სპატიფილუმი, ფუკსია, შეფლერა, ციპერუსი, ბენჟამინის ფიკუსი, მანდევილა, ზიგოკაქტუსი, ხლოროფიტუმი, კალადიუმი, ფინიკის პალმა, სცინდაპსუსი.