ჭრელი მონსტერას მოვლის მეთოდები

ჭრელი მონსტერას მოვლის მეთოდები
ჭრელი მონსტერა ლამაზი, სითბოს მოყვარული და საკმაოდ მომთხოვნი მცენარეა, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

მოვლის ძირითადი წესები


გრუნტის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს პერლიტი. ნუ დაგავიწყდებათ ქოთნის ფსკერზე დრენაჟის მოთავსება. ჭურჭელი საფესვო სისტემაზე ოდნავ დიდი უნდა იყოს. ზრდის მიხედვით, უნდა გადარგოთ უფრო დიდ ქოთნებში. ასეთი პროცედურა უმჯობესია ზაფხულის დასაწყისში ჩატარდეს. 2 თვეში ერთხელ უნდა გარეცხოთ მონსტერა მტვრისგან წყლის თბილი ნაკადის ქვეშ. ამასთან დააკვირდით, რომ ქოთანში წყალი არ მოხვდეს.

მცენარე დაყენებული, ოთახის ტემპერატურის წყლით მორწყით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც გრუნტის ზედა ფენა გაშრება. მორწყვისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან ამ სახეობის მცენარეს არ უყვარს ზედმეტი ტენიანობა და არც გაშრობა.

დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას. მცენარე შესანიშნავად გრძნობს თავს აღმოსავლეთის ან დასავლეთის მხარის ფანჯრებზე. სამხრეთით ჭრელი მონსტე ზაფხულში დაიწვება, ჩრდილოთით კი მისთვის სიბნელე იქნება.

მცენარისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 20-25 გრადუსი. ამასთან, დაბალი ტემერატურის პირობებში შეამცირეთ მორწყვის სიხშირე. თუ ტემპერატურა იზრდება, გაზარდეთ მორწყვის სიხშირეც.

მონსტერას სჭირდება მხოლოდ მინერალური სასუქის შეტანა, რომელიც დეკორატიულფოთლოვანი მცენრეებისთვისაა განკუთვნილი. ამასთან, მასი კონცენტრაციის სემცირება ორჯერ შეიძლება. ზოგი სპეციალისტის აზრით, ორგანული სასუქის გამო ქრება ფოთლების სიჭრელე.

გაზრდისას, მონსტერას საყრდენი დასჭირდება. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის ჯოხი ან ნებისმიერი მყარი საყრდენი მოამზადოთ, შემოახვიოთ ხავსი (ის მუდამ სველი უნდა იყოს). ჰაეროვანი ფესვები შეგიძლიათ გრუნტში ჩაუშვათ ან მიამაგროთ საყრდენს. სასურველია რეგულარული შესხურება.