რატომ უყვითდება ანთურიუმს ფოთლები?

რატომ უყვითდება ანთურიუმს ფოთლები?
ანთურიუმი ოთახის ლამაზი ყვავილია, რომელიც მოითხოვს დიდ ყურადღებას. ხშირად, როდესაც ანთურიუმს ყიდულობენ აწყდებიან მთელ რიგ პრობლემებს. ამ პრობლემების გადაჭრა კი აუცილებელია. ისინი, ვინც ყიდულობენ ანთურიუმს და ჯერ კიდევ კარგად არ იციან მისი მოვლის წესები ამჩნევენ, რომ მცენარეს უყვითლდება ფოთლები, უჩნდება ლაქები და აღარ ყვავილობს.

ფოთლების გაყვითლების მიზეზები

გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია დავადგინოთ, თუ რატომ უყვითლდება ანთურიუმს ფოთლები. პრობლემის უყურადღებოდ დატოვება გამოიწვევს ფოთლების ცვენას, ხოლო უარეს შემთხვევაში მცენარის სიკვდილს. არსებობს ფოთლების გაყვითლების ორი ძირითადი მიზეზი. თუ ანთურიუმს უყვითლდება ფოთლები პირველ რიგში აუცილებელია მოვრწყათ ის სწორად.

თუ მორწყვისას ფოთლებზე რჩება წყლის წვეთები და მას მზე აცხუნებს ,შესაძლოა, რომ მცენარის ფოთლები დაიწვას და სწორედ ეს იწვევს მასზე ყვითელი ლაქების გაჩენას. ამიტომ რეკომენდირებულია მცენარე მოვრწყათ დილას, ან მზის ჩასვლის შემდეგ.

ფოთლების გაყვითლება შესაძლებელია გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებებმაც. ხშირად ანთურიუმი აავადდება ხლოროზით- არაინფექციური დაავადებით, რომელიც გამოწვეულია სუბსტრატში რკინისა და მაგნიუმის ნაკლებობით. როგორ ვუშველოთ მცენარეს ამ დაავადებისგან? გამოსავალი არც ისე რთულია. გამოიყენეთ წყალმცენარეების ექსტრაქტი ან ხელატი (ნივთიერება რკინის შემცველობით).

თუ ანთურიუმის ფოთლები გაყვითლდა და მას გაუჩნდა ნაცრისფერი ნადები, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ძალიან ხშირად რწყავთ მცენარეს და ხშირად ტოვეთ დანამულ ფოთლებს მზეზე. ამ დაავადებას ნაცრისფერ ლპობას უწოდებენ.

ფოთლების ზედა მხარეს გაუჩნდა ნათელი ლაქები და უკანა მხარეს - პუსტულები? ეს ნიშნავს იმას, რომ ანთურიუმი დაავადდა. დაზიანებული ფოთლები დაუყოვნებლივ უნდა მოვწყვიტოთ. დარჩენილი ფოთლები კი გავწმინდოთ საპნის ხსნარით.

მცენარეებისთვის ყველაზე საშიში დაავადებაა - ფუზარიოზი, რადგან დაავადებული მცენარე ინფექციას ავრცელებს და აავადეებს სხვა მცენარეებსაც. ამ დროს მცენარის ფოთლები ყვითლდება და ჭკნება. ამ შემთხვევაში დაავადების დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით (ფუნგიციდით).

ხანდახან ანთურიუმს გადარგვისთანავე უყვითლდება ფოთლები. თუ რამდენიმე დღეში სიყვითლე არ გაქრა, მაშინ საჭიროა მცენარის თავიდან გადარგვა ახალ ქოთანში. აუცილებელია, რომ ქოთანს ჰქონდეს კარგი დრენაჟი.



მოვლის წესები

მცენარეები მოითხოვენ განსაკუთრებულ მოვლას. ყურადღება უნდა მივაქციოთ ოთახის ტემპერატურას, მზის სხივების მოხვედრას, კარგ განათებას წლის განმავლობაში, ზომიერ მორწყვას,სუფთა ჰაერს. მორწყვისას წყალი უნდა იყოს თბილი. ხოლო თვეში 2-ჯერ საჭიროა სასუქის გამოყენებაც.

თუ ანთურიუმის მოვლისას ყველა ზემო ხსენებულ წესს დავიცავთ, ის აუცილებლად გაგახარებთ მრავალი წლის განმავლობაში თავისი სილამაზითა და მწვანე ფოთლებით.