ეგზემას ბაყაყურას თესლით ვუმკურნალე. ორ თვეში პრაქტიკულად გამოვჯანმრთელდი

ეგზემას ბაყაყურას თესლით ვუმკურნალე. ორ თვეში პრაქტიკულად გამოვჯანმრთელდი
30 წლის ასაკში უეცრად ეგზემა დამემართა. ჯერ მუხლების ქვეშ გამომაყარა, შემდეგ კი მთელ სხეულზე მომედო. მანამდე ალერგიაც კი არ მქონია... მთელი სხეული მექავებოდა და არ ვიცოდი, საშველი სად მეძებნა.
თავდაპირველად ალერგია მეგონა, ამიტომ ალერგიის საწინააღმდეგო აბების სმა დავიწყე, მაგრამ არ მიშველა. ან როგორ მიშველიდა, თურმე სხვა რამ მჭირდა, მე კი სხვას ვმკურნალობდი.
რამდენიმე ხნის შემდეგ, როგორც იქნა, მივაღწიე დერმატოლოგამდე. მან მითხრა, რომ ეს ნერვულ ნიადაგზე აღმოცენებული ნეიროდერმატიტი იყო და მირჩია, ნევროპათოლოგისთვის მიმემართა. ნევროპათოლოგმა - ღვიძლის გამოკვლევა გჭირდებაო. გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ღვიძლი მართლაც არ მქონდა წესრიგში.
გადავწყვიტე, სნეულებას საკუთარი ძალებით გავმკლავებოდი. გამახსენდა, რომ ცოტა ხნის წინ ერთ გაზეთში ღვიძლის სამკურნალო მცენარის შესახებ ამოვიკითხე და ძველ გაზეთებში ის ნომერი მოვძებნე. ეს მცენარე ბაყაყურა აღმოჩნდა, რომლითაც თურმე ძველად წარმატებით მკურნალობდნენ ჰეპატიტს, ციროზს, ალკოჰოლით, ქიმიური პრეპარატებით, ტოქსინებითა და რადიაციული გამოსხივებით დაზიანებულ ღვიძლის ქსოვილებს.

აფთიაქში შევიძინე ბაყაყურას თესლი და წამალი მოვამზადე.
ავიღე 30 გრამი ბაყაყურას თესლი და წმინდად დავნაყე. დავასხი ნახევარი ლიტრი წყალი და დაბალ ცეცხლზე იმდენ ხანს ვადუღე, ვიდრე სითხის ნახევარი არ აორთქლდა. შემდეგ გადმოვდგი და გავწურე.
ეს ნახარში ვსვი მთელი დღე, საათში ერთხელ, თითო სადილის კოვზი.
ვმკურნალობდი 1 თვის განმავლობაში, შემდეგ 2 კვირა შევისვენე და ერთთვიანი კურსი გავიმეორე.
ამის პარალელურად ვიტარებდი ეგზემის საწინააღმდეგო მედიკამენტურ თერაპიას.
ორ თვეში პრაქტიკულად გამოვჯანმრთელდი, აღარც გამონაყარი მაწუხებდა და აღარც ქავილი.
ახლა უკვე ვიცი: საკმარისია, ოდნავი ქავილი ვიგრძნო, რომ მაშინვე ვამზადებ ჩემს მხსნელ წამალს და ყველაფერი ნორმაში მიდგება.

დამატებითი ინფორმაცია (5)
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
admin თარითი:14 იანვარი 2018 12:14
ბაყაყურას თესლის ფარმაკოლოგიური თვისებები

ნივთიერება სილიმარინი ბუნებაში იშვიათად გვხვდება. ის ორგანიზმს ეხმარება უჯრედის მემბრანის დაცვაში და მკურნალობაში. მემბრანა არის უჯრედის დამცავი გარსი.

სილიმარინის მოქმედება ორგანიზმზე: ამაგრებს უჯრედის მემბრანას, ეხმარება ორგანიზმს ახალი უჯრედების წარმოქმნაში, ასტიმულირებს ცილის სინთეზს, ზრდის ნაღვლის წვენის რაოდენობას, ანეიტრალებს შხამიანი ნივთიერებების ზემოქმედებას ორგანიზმზე.

ასეთი სახით სილიმარინი საუკეთესო საშუალებაა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

ჰეპატოპროტექტორი. ბაყაყურას თესლი არის ერთ–ერთი ეფექტური ჰეპატოპროტექტორი, რომელიც შემდეგი სახით ახდენს ზეგავლენას ორგანიზმზე: ასტაბილურებს ჰეპატოციტების ბიომემბრანას, ააქტიურებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ და ანტიოქსიდანტურ სისტემებს, აძლიერებს გლუტატიონის სინთეზს, ეს არის უნიკალური ნივთიერება რომელსაც ანტიოქსიდანტების მატერიას უწოდებენ, ასტიმულირებს რეგენერაციულ პროცესებს, რაც აჩქარებს დაზიანებული ღვიძლის უჯრედების აღდგენას.

ამავე დროს ბაყაყურა იცავს ჯერ დაუზიანებელ ჰეპატოციტეპს, რითაც ამაღლებს მათ გამძლეობას მოწამვლისა და ინფექციების მიმართ. ეს ყველაფერი კი სილიმარინის დამსახურებაა. ის ხელს უშლის შხამიანი და მომწამლავი ნივთიერებების მოხვედრას კონკრეტულად ღვიძლის უჯრედებში. ეს ნივთიერება მანამდე შლის შხამებს სანამ ისინი დაიწყებენ თავის დამღუპველ ზემოქმედებას ორგანიზმზე.

ნაღველი. ბაყაყურა არამარტო აძლიერებს ნაღვლის წარმოქმნას, არამედ აჩქარებს მისი გამოყოფის პროცესს. რაც ეხმარება ორგანიზმს მწყობრში მოიყვანოს საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესები. კონკრეტულად ღვიძლია პასუხისმგებელი ნაღვლის წარმოქმნაზე რაც ხელს უწყობს ცხიმების შლას.

ქოლესტერინი. ზედმეტი ქოლესტერინი ნადების სახით ეკრობა სისხლძარღვების კედლებს, რის შედეგადაც წარმოიქმნება ათეროსკლეროზი. ათეროსკლეროზი ამცირებს სისხლძარღვების გამტარუნარიანობას. შევიწროვებული სისხლძარღვები კი ამცირებს ჟანგბადის მიწოდებას როგორც ტვინისთვის ასევე გულისთვის. რაც იწვევს გულსისხლძარღვთა სისტემის ისეთ დაავადებებს როგორიც არის ინსულტი და ინფარქტი. ბაყაყურას ორგანიზმიდან გამოჰყავს ზედმეტი ქოლესტერინი, რაც ქოლესტერინის დონეს დაბლასწევს.
admin თარითი:14 იანვარი 2018 12:16
ბაყაყურას თესლის დამზადება და მიღება

მისი მიღება შეიძლება ნახარშის, ნაყენის, ჩაის, სიროფის, აბების და პირდაპირ ფხვნილის სახით.

მისი მიღების ყველაზე გავრცელებული ფორმაა პირდაპირ დაფქვილი სახით. როგორც ეს ვიდეოშია ნაჩვენები.

ყოველი მიღების წინ უმჯობესია მარცვლები დავფქვათ ელექტრო ან მექანიკურ საფქვავში, რადგან დაფქვილ მდგომარეობაში ისინი ძალიან მცირეხანს ინარჩუნებენ სასარგებლო თვისებებს.

მიღების წესი მკურნალობის მიზნით. დაფქვილი ბაყაყურას თესლი 1 ჩაის კოვზი ჭამამდე 30 – 40 წუთით ადრე დღეში 3 – ჯერ. ფხვნილს მიაყოლეთ მცირე რაოდენობის წყალი. კურსის ხანგრძლივობა 2 თვე.

მიღების წესი პროფილაქტიკის მიზნით. დაფქვილი ბაყაყურას თესლი 1 ჩაის კოვზი ჭამამდე 30 – 40 წუთით ადრე დღეში 1 – ჯერ. ფხვნილს მიაყოლეთ მცირე რაოდენობის წყალი. კურსის ხანგრძლივობა 1 ან 2 თვე.

კურსი გაიმეორეთ წელიწადში 2 – ჯერ. უმჯობესია გაზაფხულზე და შემოდგომაზე.