როგორ დავანებე თავი მოწევას - ვერც კი შევამჩნიე, როგორ გამიქრა მოწევის სურვილი
28 წლისამ ცოლის შერთვა გადავწყვიტე. საცოლეს ჭირვეული ხასიათი აღმოაჩნდა. მეც, - მოგეხსენებათ შეყვარებული კაცის ამბავი, - თვალებში შევყურებდი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რით მესიამოვნებინა. ვეწეოდი, რაც ჩემს საცოლეს არ მოსწონდა. ეს საკმაო აღმოჩნდა, რომ ამ მავნე ჩვევას გადავჩვეოდი. თავდაპირველად ვცადე, სიგარეტი მზესუმზირათი შემეცვალა, შემდეგ - საწუწნი აბებით, შემდეგ ასანთის ღერის კვნეტა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ - მოწევის სურვილი თავს არ მანებებდა.
ერთ დღეს დედაჩმმა სადღაც ძველ ხალხურ რეცეპტს მიაგნო, რომელმაც, თქვენ წარმოიდგინეთ, მიშველა. თითქმის ორი თვის განმავლობაში ვმკურნალობდი. ამ ხნის მანძილზე ჩემმა ორგანიზმმა უამრავი ტოქსინი გამოაძევა. თავს დღითიდღე უკეთ ვგძნობდი, თუმცა ჯანმრთელობას არც მანამდე ვუჩიოდი. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - ვერც კი შევამჩნიე, როგორ გამიქრა მოწევის სურვილი. მინდა, ეს რეცეპტი თქვენც გასწავლოთ:

- აიღეთ შვრიის მოზრდილი კონა და კარგად დაკუწეთ, საღამოს დაასხით ორი ჭიქა თბილი ანდუღარი წყალი და დილამდე დატოვეთ. დილით წამოადუღეთ, 5 წუთს ადუღეთ და ჩაის ნაცვლად დალიეთ.
საღამოს მოამზადეთ მეორე ნახარში, რომელიც ამგვარად მზადდება:
- აიღეთ 100-100 გრამი შვრია, ჭვავი, ქერი და ფეტვის ბურღული, ნარევს დაასხით ერთი ლიტრი წყალი, ადუღეთ 10 წუთს. ნახარში ერთი დღე- ღამის განმავლობაში გააჩერეთ თერმოსში, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ჭამის შემდეგ.