ღვიძლის მოსარჩენად ბუნებამ ბაყაყურათი დაგვასაჩუქრა
სახალხო მკურნალები ღვიძლის დაავადებებს ძველთაგანვე მცენარე ბაყაყურათი (სილიმარინი) მკურნალობდნენ. რამდენიმე წლის წინ ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოზი დამისვეს. ამ დაავადების მკურნალობას საკმაო თანხა სჭირდება, მე კი ამდენი არ გამაჩნია, ამიტომ გადავწყვიტე, მეგობრის რჩევით, რომელიც პროფესიით ბიოლოგია, ბუნებრივი საშუალება მესინჯა. გამოვიყენე ბაყაყურა, მით უმეტეს, რომ ღვიძლის სამკურნალო ძვირადღირებული პრეპარატების უმრავლესობა ამ მცენარეზეა დამზადებული. მინდა, რამდენიმე რეცეპტი თქვენს მკითხველსაც შევთავაზო.
- აიღეთ 30 გრამი ბაყაყურას თესლი, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ, სანამ სითხის ნახევარი არ აორთქლდება. გააჩერეთ 10-15 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი საათში ერთხელ. მკურნალობის კურსი 2-3 კვირიანია. დაგჭირდებათ 450 გრამი ბაყაყურას თესლი.
- მეორე მეთოდი: ბაყაყურას თესლი დაფქვით ყავის საფქვავში და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ფხვნილი დღეში 4-5-ჯერ. მკურნალობის კურსი 3-4 კვირიანია.
- მესამე მეთოდი: 1 ჩაის კოვზ ბაყაყურას თესლს ან წვრილად დაჭრილ ბაყაყურას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 10-20 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 1/2 ჩაის ჭიქა დღეში სამჯერ- დილით, უზმოზე, სადილად, ჭამამდე 1 საათით ადრე, და ძილის წინ. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-4 კვირას.
ღვიძლის ტკივილის დროს: - აიღეთ ერთი კილოგრამი ფუტკრის თაფლი, ერთი ჭიქა ზეითუნის ზეთი და ოთხი ცალი საშუალო ზომის ლიმონი. 2 ლიმონი გათალეთ, 2კი ქერქიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ ზეთი და თაფლი. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ და ჩაასხით ორლიტრიან ქილაში. შეინახეთ მაცივარში, ქვედა თაროზე. მიღებამდე ნარევი კარგად შეანჯღრიეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე.
ეს ნარევი ძალიან კარგია ჰეპატიტის, ქოლეცისტიტისა და ღვიძლის ციროზის პროფილაქტიკისთვის.