ეგზემას საკუთარი ძალებით გავუმკლავდი და წამალიც თავადვე დავამზადე!
30 წლისას უეცრად ეგზემა დამემართა. ჯერ მუხლების ქვეშ გამომაყარა, მერე კი მთელ სხეულზე მომედო. მანამდე ალერგიაც კი არ მქონია. მთელი სხეული მექავებოდა და არ ვიცოდი, საშველი სად მეძებნა.
თავდაპირველად ალერგია მეგონა, ამიტომ ალერგიის საწინააღმდეგო აბების სმა დავიწყე, მაგრამ არ მიშველა. ან როგორ მიშველიდამ თურმე სხვა რამ მჭირდა, მე კი სხვას ვმკურნალობდი.
რამდენიმე ხნის შემდეგ, როგორც იქნა, დერმატოლოგამდე, მივაღწიე. მან მითხრა, რომ ეს ნერვულ ნიადაგზე აღმოცენებული ნეიროდერმატიტი იყო და მირჩია, ნევროპათოლოგისთვის მიმემართა. ნევროპათოლოგმა - ღვიძლის გამოკვლევა გჭირდებაო. გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ღვიძლი მართლაც არ მქონდა წესრიგში.
გადავწყვიტე, სნეულებას საკუთარი ძალებით გავმკლავებოდი. გამახსენდა, რომ ცოტა ხნის წინ ერთ გაზეთში ღვიძლის სამკურნალო მცენარის შესახებ ამოვიკითხე. ეს მცენარე ბაყაყურა აღმოჩნდა, რომლითაც თურმე ძველად წარმატებით მკურნალობდნენ ჰეპატიტს, ციროზს, ალკოჰოლით, ქიმიური პრეპარატებით ტოქსინებითა და რადიაციული გამოსხივებით დაზიანებულ ღვიძლის ქსოვილებს.
აფთიაქში შევიძინე ბაყაყურას თესლი და წამალი მოვამზადე:
მომზადების და გამოყენების წესი:
ავიღე 30 გრ ბაყაყურას თესლი და წმინდად დავნაყე. დავასხი ნახევარი ლიტრი წყალი და დაბალ ცეცხლზე იმდენ ხანს ვადუღე, ვიდრე სითხის ნახევარი არ აორთქლდა. შემდეგ გადმოვდგი და გავწურე.
ეს ნახარში ვსვი მთელი დღე, საათში ერთხელ, თითო სადილის კოვზი.
ვმკურნალობდი 1 თვე, მერე 2 კვირა შევისვენე და ერთთვიანი კურსი გავიმეორე. ამის პარალელურად ვიტარებდი ეგზემის საწინააღმდეგო მედიკამენტურ თერაპიას.
ორ თვეში პრაქტიკულად გამოვჯანმრთელდი, აღარც გამონაყარი მაწუხებდა და აღარც ქავილი.
ახლა კი ვიცი: საკმარისია, ოდნავი ქავილი ვიგრძნო, რომ მაშინვე ვამზადებ ჩემს მხსნელ წამალს და ყველაფერი ნორმაში დგება.