admin თარითი:4 ივლისი 2017 14:19

ერთ - ერთი ეფექტური საშუალებები, რომელიც იძლევა კარგ შედეგს ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება
რა არის ვარიკოზი
ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება (varix -კვანძი, შებერილობა, ლათ) - ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.

ვარიკოზული დაავადება ცნობილია უძველესი დროიდან. მის შესახებ ცნობები მოიპოვება ეგვიპტურ პაპირუსებში, ბიზანტიის კანონთა კრებულში მედიცინის შესახებ და ძველ აღთქმაშიც კი. ვარიკოზული დაავადების მკურნალობას ცდილობდნენ (თუმცა უშედეგოდ) ძველი დროის უდიდესი ექიმები ჰიპოკრატე, ავიცენა, გალენი და პარაცელსი. მას უწოდებდნენ ”დაავადებას, რომელიც მოგცელავს”. ამ დაავადების შესწავლას მრავალი წელი მიუძღვნა იტალიელმა ექიმმა მარჩელო მალპიგიმ. სწორედ მან აღმოაჩინა 300 წლის წინათ კაპილარული სისხლის მიმოქცევა და დაამტკიცა, რომ სისხლი მიედინება არტერიებიდან ვენებისაკენ და იქიდან კი გულისაკენ.
ვენების ვარიკოზული გაფართოება ძალზედ გავრცელებული დაავადებაა. დღეისათვის ეს დაავადება აღენიშნება ყოველ მესამე ქალს და მეათე მამაკაცს და რაც მთავარია, ეს არის ძირითადად 40 წლამდე ასაკის შრომისუნარიანი ადამიანები.
ვენების ვარიკოზული გაფართოების დროს ზიანდება სხვადასხვა ორგანოების ვენები (მათ შორის საყლაპავის, სასქესო ბაგირაკის და სხვ), შესაბამისად, დაზიანებული სიხლძარღვების ადგილმდებარეობის მიხედვით დაავადებას სხვადასხვა გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება, ბუასილი, ვარიკოცელე და კუჭისა და საყლაპავის ვენების გაგანიერება - პრაქტიკულად ერთი და იგივე დაავადებაა, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება.



ვარიკოზული დაავადების მიზეზები
ვარიკოზის უპირველეს მიზეზად გვევლინება ვენების სარქვლოვანი აპარატის გაუმართავი მუშაობა.

ვენები ეს არის სისხლძარღვები, რომლებითაც სისხლი მიედინება გულისაკენ. სისხლის დინება ხდება ქვედა კიდურების ვენებში ქვევიდან ზევით, ანუ დედამიწის მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ. ეს ხდება რამდენიმე მექანიზმის წყალობით: არტერიებიდან სისხლის ჭავლის გადმოსროლით (უმნიშვნელო როლი), ქვედა კიდურების კუნთების შეკუმშვით (მოქმედებს, როგორც დგუში) და ვენებში არსებული სარქველების მუშაობით, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის ზევიდან ქვევით დინებას. სწორედ ამ სარქველების გაუმართავი მუშაობა იწვევს ვენური სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, რაც საბოლოოდ იწვევს ვენების კედლის ზედმეტად გაჭიმვას. ამის შედეგად სისხლის დინება ხდება ქაოსური, სისხლი გუბდება ქვედა კიდურების ვენებში, განსაკუთრებით კანქვეშა ვენებში, წნევა მათში იმდენად იზრდება, რომ სისხლძარღვების კედლები ვეღარ უძლებს და ბუშტის მსგავსად იწყებს გაბერვას.

ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც გრავიტაციის ძალაა. ვენების დაავადება, ეს არის ადამიანების ”გადასახადი” ვერტიკალური (ფეხზე მდგარი) ცხოვრების წესის გამო. შესაბამისად, დაავადების განვითარების ყველაზე მეტი რისკი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროფესიების გამო (ექიმები, გამყიდველები, დალაქები და სხვ.) დიდხანს უწევთ ფეხზე დგომა.

ვენური სარქველების დაზიანების სხვა მნიშვნელოვანი მიზეზი არის მუცლის ღრუში წნევის მომატება. ეს ხდება სიმძიმეების აწევის, ხველების, ცემინების, ქრონიკული შეკრულობის გამო.

ქალებში ვარიკოზული დაავადება შეიძლება განვითარდეს ორსულობის დროს, როდესაც თანდათანობით ძლიერდება მზარდი საშვილოსნოს ზეწოლა მუცლის ღრუს ვენებზე, რაც თავის მხრივ აძნელებს სისხლის გადინებას ქვედა კიდურების ვენებიდან. გარდა ამისა, ვენების დაავადება დაკავშირებულია ქალებში ჰორმონალური ფონის შეცვლასთან ორსულობის პერიოდში და ასევე არასწორად შერჩეული ჰორმონალური კონტრაცეპციის წყალობით.

და ბოლოს, ვენების ნორმალური მუშაობა ირღვევა ხანდაზმული ასაკის ადამინებში, რაც სავსებით კანონზომიერია.


ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების სიმპტომები
ვენების დაავადების პირველი ნიშანი ეს არის არის დღის ბოლოს ფეხების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება და კანჭებში წვის შეგრძნება ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ. ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელია ამ სიმპტომების გაქრობა ან შემცირება სიარულის ან ძილის შემდეგ.

მოგვიანებით ჩნდება ტკივილი წვივის მიდამოში, სიმხურვალის შეგრძნება და ღამის საათებში განვითარებული კრუნჩხვები კანჭის კუნთებში. გარდა ამისა, ქვედა კიდურებზე ჩნდება წვრილი მოლურჯო-მოწითალო ფერის სისხლძარღვოვანი ”ვარსკვლავები”, და ბოლოს, ფართოვდება კანქვეშა ვენები, რომლებიც ემსგავსებიან გადამწიფებული წითელი ყურძნის მტევნებს.

შორსწასულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თრომბოფლებიტი (ვარიკოზული ვენების ანთება), ტროფიკული წყლულები ან ეგზემა დაზიანებულ მიდამოში.


ვარიკოზული დაავადების დიაგნოსტიკა

ვარიკოზული დაავადების მკურნალობის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ სტადიაზე იწყება მკურნალობა. მკურნალობა მით უფრო შედეგიანია, რაც უფრო ადრე მიაკითხავთ ექიმ-ფლებოლოგს (ვენების სპეციალისტი-ქირურგი).
პირველადი გასინჯვის შემდეგ ხდება ინსტრუმენტული გამოკვლევა. ხშირად დიაგნოზის დასასმელად საკმარისია ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება: დოპლეროგრაფია და დუპლექს-სკანირება. თუმცა, თუკი ამის აუცილებლობაა, შეიძლება გამოყენებული იქნას რადიონუკლიდური და რენტგენოკონტრასტული კვლევის მეთოდებიც, რომლის დროსაც შეჰყავთ სისხლძარღვში უვნებელი ნივთიერება და იკვლევენ მის განაწილებას სისხლძარღვებში.


მკურნალობის ძირითადი მეთოდები
ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობა შეიძლება სამი გზით: ქირურგიული ოპერაციის ჩატარებით, სკლეროთერაპიის მეთოდით და მედიკამენტების გამოყენებით. გარდა ამისა, ფართოდ გამოიყენება ლიმფოდრენაჟული მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა და სამკურნალო ტრიკოტაჟი.

ადამიანმა ექიმ-ფლებოლოგს უნდა მიმართოს დაავადების საწყის სტადიაზე, ”მძიმე ფეხის სინდრომის” ეტაპზე. ამ ეტაპზე გამოიყენება ვენოტონური საშუალებები სხვადასხვა მალამოებისა და აბების ფორმით. სამწუხაროდ, მკურნალობას შეუძლია მხოლოდ დაამუხრუჭოს დაავადების განვითარება, მაგრამ მისი ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია.

ვარიკოზული ვარსკვლავები (0,2 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის შემთხვევაშიც კი) შეიძლება უმტკივნეულოდ მოცილდეს მიკროთერმოკოაგულაციის მეთოდით, რომლის დროსაც ხდება კაპილარის სანათურის ”შეწებება” ოქროთი ან ტეფლონით დაფარული უწვრილესი ელექტროდისა და მაღალსიხშირული ელექტრული იმპულსის გამოყენებით.

თუკი სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების დიამეტრი 0,2მმ-ს აღემატება, იყენებენ მიკროსკლეროთერაპიის მეთოდს, რომლის დროსაც კაპილარში უწვრილესი ნემსით შეჰყავთ სპეციალური შემწებებელი პრეპარატი.
როდესაც ვენები გამოიბერება კანის ზედაპირიდან, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, მაგრამ ყოველთვის როდი არის აუცილებელი ოპერაციის ჩატარება. განვითარებულ ქვეყნებში პაციენტთა უმრავლესობას (შემთხვევათა 90%-ში) უტარდება სკლეროთერაპია. ამ მკურნალობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვენაში სპეციალური შპრიცით შეჰყავთ მასკლეროზებელი პრეპარატები, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვის სანათურის შეწებებას და დახურვას. თითოეული პროცედურის ხანგრძლივობა 5-10 წუთია. იგი საშუალებას იძლევა, ამორჩევითად მოცილებული იქნას მხოლოდ ვარიკოზულად შეცვლილი ვენები, ჯანმრთელი უბნების შენარჩუნების ფონზე. ამ დროს ხდება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ქრება შეგუბებითი ცვლილებები, მცირდება ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, კრუნჩხვები, დაღლილობა. თანდათანობით ქრება პიგმენტური ლაქები. განასხვავებენ სკლეროთერაპიის სხვადასხვა მეთოდებს, რომელთა შერჩევა ხდება პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით:
· უშუალოდ ვარიკოზული ვენების სკლეროთერაპია;
· ექო-სკლეროთერაპია (პრეპარატის შეყვანა ვენის სანათურში წარმოებს ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ);
· Foam-form სკლეროთერაპია (სკლეროზანტი სპეციალური მოწყობილობის საშუალებით გარდაიქმნება წვრილდისპერსიულ ქაფად, რომელიც შეჰყავთ საკმაოდ მსხვილი ვენების სანათურში).
სკლეროთერაპიის მეთოდი საკმაოდ ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფს კარგ კოსმეტიკურ და სამკურნალო ეფექტს. მხოლოდ შემთხვევათა 25%-ში არ მოაქვს მას განკურნება, თუმცა ამ დროსაც კი გაუმჯობესება სახეზეა.
კარგი შედეგები აქვს ოზონოთერაპიას, რომლის დროსაც ”ცუდი” ვენების გამოთიშვის გარდა უმჯობესდება კანის სტრუქტურაც.
როცა სახეზეა ტროფიკული წყლულები, ეგზემა, თრომბოფლებიტი, ამ შემთხვევაში ნაჩვენებია კომბინირებული მეთოდიკა (სკლეროთერაპია პლუს ქირურგიული მკურნალობა).
ქირურგიული მკურნალობის დროს ხდება დაზიანებული ვენის მოცილება ქირურგიული მეთოდით. უნდა აღინიშნოს, რომ კანქვეშა ვენების მოცილება ხელს არ უშლის სისხლის დინებას და სავსებით უვნებელია ორგანიზმისათვის. გაფართოებული ზერელე ვენებიდან ნორმაში მიედინება მხოლოდ სისხლის 10%. დანარჩენ დატვირთვას იღებს ქვედა კიდურების ღრმა და ე.წ. შემაერთებელი ვენები. ამიტომაც ეს ვენები ზედაპირული ვენების ფუნქციას ყოველგვარი სირთულის გარეშე აკომპენსირებენ.





ვარიკოზული დაავადების პროფილაქტიკა
ვარიკოზის პროფილაქტიკის მიზნით ეფექტურია მთელი რიგი მარტივი პრევენციული ღონისძიებების შესრულება:

ეცადეთ, თავი აარიდოთ სითბურ დატვირთვას და გადახურებას, ისეთ პროცედურებს, როგორიცაა ცხელი შხაპი, აბაზანა, საუნა;
არ შეიძლება დიდხანს ჯდომა, განსაკუთრებით, ფეხი-ფეხზე გადადებულ მდგომარეობაში; მჯდომარე პროფესიის ადამიანებისათვის სასარგებლოა სამსახურში ყოველ 40-50 წთ-ში ფეხზე ადგომა, ასევე ოფისის დერეფანში გავლა-გამოვლა ან კიბეებზე ასვლა. ეს გააუმჯობესებს ქვედა კიდურებში სისხლის ცირკულაციას, რათა ვენებში არ მოხდეს სისხლის შეგუბება. სახლში ყოფნისას კარგი იქნება, სკამზე ჯდომისას ქვედა კიდურების სიმაღლეზე შემოწყობა, ანუ ფლებოლოგები მიესალმებიან ე.წ. ”ამერიკული” ჯდომის მანერას.
ძილის დროს შეეცადეთ, ფეხები სხეულთან შედარებით მაღლა იყოს მოთავსებული.
იმის გათვალისწინებით, რომ მემკვიდრეობითი დატვირთვის შემდეგ ვარიკოზული დაავადებისათვის ყველაზე დიდი რისკია ორსულობა და მშობიარობა, უმჯობესია მშობიარობა და ნებისმიერი სახის ოპერაცია ჩატარდეს ელასტიური ბანდების ან სპეციალური კომპრესიული ტრიკოტაჟის პირობებში;
გასათვალისწინებელია თამბაქოს მოხმარებისა და ჭარბი წონის როლი. შესაბამისად, ვარიკოზის პროფილაქტიკა ითვალისწინებს თამბაქოს მოხმარების შეზღუდვას, ასევე წონის კონტროლს.
არ დაგავიწყდეთ კონტრასტული შხაპის სარგებელის შესახებ - თბილი და გრილი წყლის ჭავლის მონაცვლეობით ხდება ვენების ”ტრენირება”, რაც კარგად ამაგრებს სიხლძარღვების კედლებს და ხელს უწყობს ვარიკოზის პროფილაქტიკას;
ეცადეთ, ყოველდღიურად არ ატაროთ მჭიდრო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მოკლე ყელწინდები მჭიდრო რეზინით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი;
ვარიკოზული დაავადების დროს ატარეთ კომპრესიული ტრიკოტაჟი ან ელასტიური ბანდები;
მკურნალობის პროცესში სასურველია პერიოდულად ხდებოდეს ვენომატონიზებელი პრეპარატების ცვლა;
მკურნალობის პროცესში დასაშვებია გარკვეული სპორტული აქტივობა, თუმცა საჭიროა ზომიერების დაცვა, განსაკუთრებით ეს ეხება ქვედა კიდურების დატვირთვას; არ შეიძლება გრძელ დისტანციებზე სირბილი, სიმძიმეების აწევა. ყველა სახის დატვირთვა უნდა წარმოებდეს კომპრესიული ტრიოკოტაჟის პირობებში;
ცალკე აღნიშვნის ღირსია ხანგრძლივი (4 საათი და მეტი) საავიაციო გადაფრენები და ავტობუსით მგზავრობა. ჯანმო-ს მონაცემებით ეს ზრდის ვენური თრომბოემბოლიზმის რისკს. ამის გათვალისწინებით, სპეციალისტები გვთავაზობენ რამოდენიმე ეფექტურ პრევენციულ ქმედებას, მაგ., ტერფების ზემოთ-ქვემოთ მოძრაობით გავარჯიშდება კუნთები და შენარჩუნდება ქვედა კიდურებში სისხლის მოძრაობა. ადამიანებმა ასევე თავი უნდა აარიდონ მოჭერილი ტანსაცმლით მგზავრობას, ვინაიდან მათ შეუძლიათ სისხლის მიმოქცევის შეფერხება. ექსპერტები რისკის მქონე პაციენტებს ურჩევენ სპეციალური წინდების ხმარებას და ასპირინის მიღებას თვითმფრინავით ხანგრძლივი მგზავრობის წინ.
ფიტოთერაპიის მომხრეები თვლიან, რომ ზოგიერთი ხალხური რეცეპტი თავიდან აგვარიდებს სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების პრობლემას: მაგ. თუ დაჭრით 250გრ ნიორს და დაასხამთ 350გრ თხიერ თაფლს, მიღებულ ნარევს დააყენებთ ორი კვირა, რის შემდეგაც დაიწყებთ მის მიღებას სუფრის კოვზით ჭამამდე 40 წთ-ით ადრე, ორი თვის შემდეგ ვარიკოზის მოვლენები შემცირდება.



და ბოლოს, ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელი ნებისმიერი ჩივილის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმ-ფლებოლოგს, რომელიც დროულად შეგირჩევთ შესაბამის მკურნალობას, რაც შეანელებს დაავადების შემდგომ პროგრესირებას!
admin თარითი:4 ივლისი 2017 12:56

აი, როგორ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ მხედველობა და ერთდროულად გაიახალგაზრდავოთ მთელი ორგანიზმი

ნიორის სასარგებლო თვისებები
ნიორის სასარგებლო თვისებები

თუ დაავადებებს „ბოროტი სულ“-ს დავუკავშირებთ, მაშინ ადვილი გასაგებია რატომ კიდებდნენ ქოხებში ნივრის აცმას. ადამიანებს არ შეეძლოთ გულრილად ჩაევლოთ ნივრის არომატისთვის და მაშინ შენიშნეს ფიტონციდების ჯადოსნური გავლენა პათოლოგიურ ფლორაზე.

შემდეგ თანდათანობით აღმოჩენილი იქნა მისი სამკურნალო თვისებები. ნიორი ადამიანის ერთგული მოკავშირეა ვირუსების, სოკოების და ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიორი ყველაზე ხელმისაწვდომი ბუნებრივი იმუნოსტიმულატორია, რომელიც ააქტიურებს ტ- ლიმფოციტებს, ფაგოციტებს და მაკროფაგებს. ნიორს დამწევ საშუალებასადაც იყენებდნენ. ის ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ნორმალიზებას და კუჭის წვენის სეკრეციის პროცესს. ის არ შეიცავს ფლავონოიდებს, როგორც მაგალითად შავი ყურძენი და მწვანე ჩაი, მაგრამ ბევრი ამპლიცინის გამო აქვს ანტიბიოტიკური თვისებები.

ბიოლოგმა ელდონ ლ. რივესმა დაადგინა, რომ ნიორი დიდ როლს ასრულებს ონკოლოგიური დაავადების მკურნალობაში, ის ასევე ამცირებს კიბოს უჯრედების წარმოქმნას და განვითარებას. ნიორი წმენდს ვენებს ისევ ამპლიცინის დახმარებით. ნიორი ქვევით წევს არტერიულ წნევას და ეხმარება ორგანიზმს ჟანგბადის სისხლძარღვებთან მიწოდებაში.

უკუჩვენებები:

ბევრს არ მოსწონს ნივრის სუნი, თუმცა სუნის გაქრობა ადვილად შეიძლება ლიმონის წვენით და ახალი ოხრახუშით.

ვინც დიეტაზეა ან ებრძვის წონას, არ უნდა მიეტანოს ნიორს, რადგან მისი სპეციფიკური სუნი იწვევს შიმშილის გრძნობას. თუ დიეტაზე ხართ, სჯობს, ნივრის კბილი დაუღეჭავად გადაყლაპოთ.

ამ პროდუქტს უნდა ერიდონ ეპილეფსიით დაავადებულები და ისინიც, ვისაც ღვიძლის, თირკლმლის, კუჭის, ნაწლავების პრობლემა აქვთ. ფიზიოლოგიური პროცესების სტიმულირებით ნიორმა შესაძლებელია ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. მაგალითად ჰემოროის.

ის არ არის რეკომენდირებული ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისთვის. საქმე იმაშია, რომ ნიორი შეიცავს საკმაოდ ტოქსიკურ ნივთიერებას სულფანილ-ჰიდროქსიდულ იონს, რომელიც ტვინის ფუნქციებს ამუხრუჭებს, რის გამოც ნიორი საშიშია ძუძუმწოვრებისთვის, მათ შორის ძაღლებისთვის, კატებისთვის და… ადამიანებისთვის. ადამიანებმა, რომლებსაც გამუდმებული თავის ტკივილი და შრომისუნარიანობის დაქვეითება აწუხებს, ცოტა ხნით მთლიანად უნდა ამოიღონ ნიორი რაციონიდან. შესაძლებელია, მათი უგუნებობის მიზეზი სწორედ ის იყოს.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა