აი, როგორ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ მხედველობა და ერთდროულად გაიახალგაზრდავოთ მთელი ორგანიზმი

აი, როგორ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ მხედველობა და ერთდროულად გაიახალგაზრდავოთ მთელი ორგანიზმი
ეს გახლავთ ერთ-ერთი მძლავრი საშუალება, რომელიც შეგიძიათ შინაურ პირობებში დაამზადოთ. ის ერთდროულად გააუმჯობესებს მხედველობას და გააახალგაზრდავებს ორგანიზმს.

ამ საშუალების მომზადება მარტივია, ინგრედიენტები კი ხელმისაწვდომი. მისი გამოყენების შემდეგ კანი თვალების იგრვლივ გლუვი გახდება, ის ასევე ეხმარება თმის ჯანმრთელობას - ამცირებს თმის ცვენას.

საჭირო ონგრედიენტები:

  • 10 ს.კ. თაფლი
  • 200 გრ სელის ზეთი
  • 4 კბილი ნიორი
  • 4 ლიმონი

მომზადება:

  1. დაჭერით ნიორი და ლიმონი. მოათავსეთ შუშს ქილაში.
  2. დაუმატეთ თაფლი და სელის ზეთი, კარგად მოურიეთ ხის კოვზით და მოათავსეთ მაცივარში.

გამოყენება:

მიიღეთ 1 ს.კ. ნარევი ყოველი ჭამის წინ დღეში 3-ჯერ.

შენიშვნა: ნუ წაისვამთ ამ საშუალებას თვალებზე, უბრალოდ გამოიყენეთ თვალების ირგვლივ კანზე.
დამატებითი ინფორმაცია (4)
admin თარითი:4 ივლისი 2017 12:34
თაფლის მიღების უკუჩვენებები

არის შემთხვევები, როდესაც თაფლის მიღება იწვევს გამონაყარს, ქავილს, სურდოს, თავის ტკივილს, კუჭ-ნაწლავის აშლილობას და ა.შ. ეს ემართებათ თაფლზე ალერგიულ პიროვნებებს, რომლებსაც ეკრძალებათ თაფლის მიღება.

დიდი სიფრთხილე მართებთ აგრეთვე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს. მათთვის თაფლის მიღება შესაძლებელია შეზღუდული რაოდენობით, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სიბრთხილე საჭიროა თაფლის პირველად მიღების შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებში. ამ შემთხვევაში საჭიროა თაფლის მცირე რაოდენობის მიღება და დაკვირვება რამოდენიმე დღის განმავლობაში.

არსებობს მოსაზრება, რომ 18 თვემდე ასაკის ბავშვისათვის აკრძალულია თაფლის მიღება, რათა მას შეუძლია გამოიწვიოს ბოტულიზმის განვითარება. ეს მოსაზრება არ დასტურდება მეცნიერული კვლევებით და ჩვილისთვის საკვებთან ერთად თაფლის მიცემისას გვმართებს ისეთივე სიფრთხილე, როგორც ნებისმიერი სახვა საკვების პირველად მიღებისას. თუ თაფლის მიცემა არ გამოიწვევს რაიმე რეაქციას, თამამად შეგვიძლია თაფლი ჩავრთოთ ბავშვის რაციონში.
admin თარითი:4 ივლისი 2017 12:35
თაფლის სასარგებლო თვისებები

ხანგრძლივი დროის განმავლობაში თაფლი იხმარებოდა როგორც ჩვეულებრივი ტკბილი საკვები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავრცელდა უფრო იაფი შაქარი, თაფლი გახდა სამკურნალო პროდუქტი.

თაფლში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდური თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას.

დიდი სამამულო ომის დროს თაფლი გამოიყენებოდა როგორც გარეგანი საშუალება ჭრილობების შესახორცებლად, კანის ჩირქოვანი დაავადებების და ფურუნკულების სამკურნალოდ.

თაფლის ბიოგენური სტიმულატორები ამაღლებენ ორგანიზმის ცხოველქმედებას. თაფლის მიღებისას მატულობს ორგანიზმის დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის უნარი, ძლიერდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, კლებულობს კუჭის წვენის სიმჟავიანობა.

თაფლს გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

თაფლი აუმჯობესებს ნერვული უჯრედების კვებას და აძლიერებს მათ ფუნქციონირებას, ააქტიურებს ჟანგვით პროცესებს.

თაფლის, მავნე ნივთიერებების გამანეიტრალებელი მოქმედების შედეგადუმჯობესდება ძილი, კლებულობს გაღიზიანება, მატულობს შრომისუნარიანობა.

თაფლის მიღება ხელს უწყობს ჰემოგლობენის მომატებას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ავადმყოფობის შედეგად ორგანიზმის დასუსტებისას.

აღწერილია თაფლის დამამშვიდებელი მოქმედება ფსიქიური დარღვევებისას.

თაფლი არბილებს ლორწოვან გარსებს და ამიტომ რეკომენდირებულია ხველებისას.

არსებობს აზრი, რომ დღის განმავლობაში თაფლის მიღება იწვევს ოფლიანობას, თუმცა ეს მოსაზრება არ დასტურდება. თაფლი მართლაც აძლიერებს ოფლის გამოყოფას მხოლოდ ცხელ ჩაისთან ან რძესთან ერთად ავადმყოფობის დროს. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სიცხის დამწევი წამალი ოფლის გამოყოფის და სიცხის დამწევ ეფექტს ახდენს მხოლოდ ავადმყოფობის დროს და არ ამჟღავნებს მსგავს ეფექტს სხეულის ნორმალური ტემპერატურისას.

თაფლის ფართოდ გამოყენება სასურველია ჯანმრთელობის შენარჩუნების, დაავადებების პროფილაქტიკის და სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით.

კლინიკური დაკვირვებებით დადასტურდა, რომ თაფლის სისტემატური მიღება არა მხოლოდ არ სწევს შაქრის დონეს სისხლში, არამედ, აღინიშნება მისი დაწევის ტენდენცია. ამის მიუხედავად, დიაბეტით დაავადებულთათვის თაფლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი კონტროლის ქვეშ, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით.

ასაკობრივი ცვლილებების პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია თაფლისზემოქმედება ლიპიდურ (ცხიმოვან) ცვლაზე. ყოველდღიურად 150გრ. თაფლის მიღებისას სისხლის შრატში მცირდება ქოლესტერინის დონე.