საპირფარეშოს დალაგება და განსაკუთრებით წმენდა ბევრისთვის ნამდვილი ტანჯვაა, თუმცა ამ ხრიკების დახმარებით ყველაფერი მარტივად მოგვარდება.

საპირფარეშოს დალაგება და განსაკუთრებით წმენდა ბევრისთვის ნამდვილი ტანჯვაა, თუმცა ამ ხრიკების დახმარებით ყველაფერი მარტივად მოგვარდება.
საპირფარეშოს დალაგება - არც სასიამოვნო საქმეს მიეკუთვნება და არც მარტივს. მიუხედავად ამისა მისი რეგულარული დასუფთავება საჭირო კი არა აუცილებელიცაა. FPAPARAZZI-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დაამარცხოთ ათასობით მიკრობი, მოაშოროთ უსიამოვნო სუნი, მოაშოროთ ნადები და მთელს მის ზედაპირს მიანიჭოთ სიქათქათე.


როგორ დავალაგოთ საპირფარეშო.


  1. ჩახარშეთ 1 ჭიქა ადუღებულ წყალში, შავი ჩაის 3 პაკეტი. როდესაც სითხე გაცივდება, გადაასხით ის დასაშხურებლის ჭურჭელში. მიღებული ხსნარი შესანიშნავად გაუმკლავდება შუშის ნადებს. მოაშხურეთ ხსნარი ზედაპირს, დაჭმუჭნეთ გაზეთი და გაწმინდეთ მისი დახმარებით. შუშა ახლებურად აბზინვარდება.

  2. შეურიეთ სუფრის ძმარი და თხევადი საპონი პროპორციით 1:1 და თქვენ მიიღებთ საშუალებას, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდება საშხაპე კაბინაში და აბაზანაში არსებულ ობს

  3. გაჭრილი ლიმონით გახეხეთ უნკანის ზედაპირი, შემდეგ კი ლიმონის წვენი ჩამორეცხეთ ცხელი წყლით, ამ ხერხის წყალობით თქვენ მარტივად მოაშორებთ ჭუჭყის ნარჩენებს და ნადებს.

  4. ცივი და ცხელი წყლის გამანაწილებელზე განსაკუთრებით მდგრადი ნადების მოშორება შესაძლებელია თუ მას 30 წუთით პირსახოცს შემოახვევთ, პირსახოცი წინასწარ უნდა ჩაალბოთ ძმარში.

  5. კბილის ჯაგრისების შესანახი ჭიქა შეიძლება ბაქტერიების გავრცელების ნამდვილი ბუდე გახდეს, თუკი რეგულარული დალაგებისას მისი არსებობის შესახებ დაივიწყებთ. ნუ დაიზარებთ ყოველ ჯერზე გამორეცხეთ ის ძმრით.

  6. უნიტაზის სტერილური სისუფთავის მისაღწევად, ცარიელ დასაშხურებელ ბალონში ჩაასხით 0,5 ლიტრი ძმარი. შემდეგ უნიტაზის მთელი ზედაპირს მოაფრქვიეთ და გააჩერეთ 15 წუთი. გაწმინდეთ ღრუბელის გამოყენებით. რთულად მისადგომ ადგილებში გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი.

  7. საპირფარეშოში საშინელი სუნის წარმომქმნელი შესაძლოა ტუალეტის ჯაგრისის სადგამი იყოს. არ დაგავიწყდეთ მისი გარეცხვა, პერიოდულად მაინც. იმისათვის, რომ ჯაგრისმა დიდხანს შეინარჩუნოს სისუფთავე, მის სადგამ კონტეინერში ჩაასხით ცოტაოდენი ტუალეტის საწმენდი საშუალება.

თუ გაინტერესებთ როგორ მუშაობს ეს ან სხვა ხრიკები პრაქტიკაში, რომელიც საპირფარეშოს დალაგებას უკავშირდება შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში.