მარტივი და ბიუჯეტური საშუალება, რომელიც იოლად მოაცილებს თქვენი აირღუმელის შუშას ცხიმებს და ნამწვავს.

მარტივი და ბიუჯეტური საშუალება, რომელიც იოლად მოაცილებს თქვენი აირღუმელის შუშას ცხიმებს და ნამწვავს.
ყველა დიასახლისმა იცის, რომ დროთა განმავლობაში აირღუმელის კარის შუშა იფარება ცხიმისა და ნამწვავის ფენით, რომლის გარეცხვაც ფაქტიურად შეუძლებელია. რა გულიანადაც არუნდა ხეხო,საბოლოოდ ჩვენი გულდასმით გახეხილი ღუმელი ბზინვარებს ხოლო შუშა დაბურული და ცხიმიანია. FPAPARAZZI- რედაქციამ მოიძია საშუალება, რომელიც კაპიკები დაგიჯდებათ და სანაცვლოდ დიასახლისის ნამდვილ დამხმარედ იქცევა.



ცხიმთან და ნამწვავთან ბრძოლაში თქვენ დაგჭირდებათ:
  • სოდა
  • ძმრისა და წყალის ხსნარი
  • ღრუბელი, ხელსახოცი ან ტილო
  • შესაშხურებელი
  • წებოვანი ლენტა




გამოყენების წესი:
  1. სანამ შუშის წმენდას შევუდგებოდეთ უმჯობესია მის ქვემოთ იატაკზე ტილო დავაფინოთ. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ხსნარის წვეთები შეიძლება ძირს დაეწვეთოს.




  2. თუ თქვენს ღუმელს აქვს ხვრელი ცხელი ჰაერის გამოსაშვებათ აუცილებელია მისი იზოლირება მოვახდინოთ წებოვანი ლენტით, რადგან საწმენდი საშუალება შიგნით არ მოხვდეს. ამის შემდეგ შეგიძლიათ სოდა მოაყაროთ შუშის ზედაპირს.



  3. ამის შემდეგ საჭიროა მოვასხუროთ ძმარისა და წყალის ხსნარი (კონცენტრაცია 1 წილიი ძმარი 9 წილ წყალთან). მოასხურეთ ეს სითხე მანამ, სანამ სოდა პასტის კონსისტენციას არ მიიღებს.




  4. შემდეგ მოიმარჯვეთ ღრუბელი, ტილო და შეუდექით საქმეს. საჭიროა გულდასმით გახეხოთ ყველაზე დაბინძურებული კუთხეები. ლაქები თქვენს თვალწინ გაქრება. ზედმეტი პასტა კი ტილოს დახმარებით მოაშორეთ შუშას.




  5. სოდის ნარჩენები უმჯობესია მოაშოროთ მტვერსასრუტით. თუ სოდიანი ზედაპირის წყლით ჩამორეცხვას დაიწყებთ რისკავთ მიიღოთ არასასიამოვნო სანახაობა. თუ მტვერსასრუტი ხელთ არ გაქვთ, მაშინ აიღეთ მშრალი ტილო ან ხელსახოცი და მისი დახმარებით გაწმინდეთ ზედაპირი.ამის შემდეგ, თქვენი აირღუმელის შუშა ახალივით იბრწყინებს.