გაუკეთეთ რამდენიმე ჭრილი ღრუბელს. სახლის დალაგება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა!
დაისახლისებმა კარგად ვიცით, თუ რამხელა სირთულეს წარმოადგენს ყოველდღიურად სახლის დალაგება-დასუფთავება. საკუთარი დროის უდიდეს ნაწილს სწორედ ამ პროცედურას ვუთმობთ, რაც ძალზედ სამწუხაროა. დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ მარტივ ხრიკებს, რომელთა დახმარებით საგრძნობლად გაგიადვილდებათ ყოველდღიური დავალებების შესრულება. ამის შემდეგ თქვენ ყოველთვის შეძლებთ თავისუფალი დროის დატოვებას საყვარელი საქმიანობებისთვის.
როგორ დავალაგოთ სახლი სწრაფად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე?
იხილეთ ჩვენს ვიდეოში კიდევ უამრავი საინტერესო ხრიკი ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის გამოყენებით:
როგორ დავალაგოთ სახლი სწრაფად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე?
- ამ გასაოცარი ხრიკის დახმარებით თქვენ მარტივად შეძლებთ მტვრის გადაწმენდას თაროებიდან. მოიმარჯვეთ ჭურჭლის სარეცხი 2 ღრუბელი, საკონდიტრო მაშა და დანა. დანის გამოყენებით გაუკეთეთ ორივე ღრუბელს ღრმა ჭრილი და წამოაცვით მაშაზე ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ტენიანი ღრუბლებით შეუდექით თაროების წმენდას. ამ ხრიკის ეფექტურობა სასიამოვნოდ გაგაოცებთ!
- გაუკეთეთ რამდენიმე ჭრილი ღრუბელს სიგრძეზე და სიგანეზე (მეტი თვალსაჩინოებისთვის დააკვირდით ფოტოს), რათა მარტივად შეძლოთ მტვრის მოშორება ძნელად მისაწვდომი ადგილებიდან.
- თუ თქვენ მიკრობოჭკოვანი ქსოვილისგან დამზადებული ავეჯი გაქვთ, ამ ხრიკის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ! ავეჯის დაბინძურებული, დალაქავებული ზედაპირის გაწმენდა მარტივად არის შესაძლებელი სამედიცინო სპირტისა და ჭურჭლის სარეცხი უბრალო ღრუბლის დახმარებით. მიაპკურეთ მცირეოდენი სპირტი ქსოვილს და შემდეგ კარგად გახეხეთ ის ღრუბლის გამოყენებით. ლაქისგან კვალიც აღარ დარჩება!
- თუ გსურთ განაახლოთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და მოაშოროთ მას ცხიმის ლაქები, დატოვეთ მთელი ღამით 1 ჭიქა წყლისა და 2 სუფრის კოვზი მარილის ხსნარში.
- მოათავსეთ ღრუბელი მიკროტალღრურ ღუმელში და ჩართეთ ყველაზე სუსტი, დაბალი რეჟიმი. სულ რამდენიმე წუთში ღრუბელი თავისუფალი იქნება მიკრობებისა და ბაქტერიებისგან.
იხილეთ ჩვენს ვიდეოში კიდევ უამრავი საინტერესო ხრიკი ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის გამოყენებით: