დაადეთ ეს საშუალება თქვენს სათვალეებს და მოიშორებთ ყველანაირ ლაქას და ნაკაწრს სწრაფად და მარტივად!

დაადეთ ეს საშუალება თქვენს სათვალეებს და მოიშორებთ ყველანაირ ლაქას და ნაკაწრს სწრაფად და მარტივად!
დროთა განმავლობაში ლინზები განიცდიან გაჭუჭყიანებას და ცვეთას, უჩნდებათ ნაკაწრები. ეს ყველაფერი აუარესებს ხედვას.

გთავაზობთ სახლის პირობებში მოაშოროთ ნაკაწრები სათვალეებს სახლშივე არსებული მარტივი საშუალებების გამოყენებით.

მნიშვნელოვანია ასეთი გასუფთავებების რეგულარულად ჩატარება.

ეს 3 მარტივი რეცეპტი დაეხმარება თქვენს სათვალეებს დიდხანს დარჩნენ ჩინებულ მდგომარეობაში, ხოლო თქვენი თვალები ნაკლებად დაიღლებიან და დაიძაბებიან.

1. ნატრიუმის ბიკარბონატი (საკვები სოდა)
ინგრედიენტი გააზავეთ წყალში, მოურიეთ პასტის წარმოქმნამდე. შემდეგ რბილი წრიული მოძრაობებით დაადეთ პასტა ლინზებს. ბოლოს გარეცხეთ სუფთა ცივი წყლით. გააშრეთ.

2. კბილის პასტა
კბილის პასტა (თეთრი, ყველაზე გავრცელებული) ასევე ჩინებულად უხდება ძნელად მისაღწევი ნაკაწრებისა და ჭუჭყის მოსაცილებლად. უბრალოდ მცირე მასა დაადეთ სათვალეებს და გაწმინდეთ წრიული მოძრაობებით. შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყალში. თუ ნაკაწრი ღრმაა, კიდევ გაიმეორეთ ეს პროცედურა.

3. შუშის გამწმენდი ან აეროზოლი მონიტორისთვის
სათვალეებიდან ნაკაწრების მოსაცილებლად გამოიყენეთ მონიტორების გასაწმენდად გამოსაყენებელი აეროზოლი, აგრეთვე შუშის უმარტივესი გამწმენდი. ეს საშუალებები შუშის ზედაპირიდან მოაცილებენ წვრილ დეფექტებს. ცოტა სითხე დაადეთ ლინზის ზედაპირს და გაწმინდეთ ფანელის ქსოვილით. ამის შემდეგ ნაკაწრები უნდა გაქრნენ, აუცილებლობის შემთხვევაში კიდევ ერთხელ გაიმეორეთ პროცედურა.

სამივე რეცეპტი კარგია, თუმცა ამბობენ, რომ მესამე უკეთესია.

ძალიან საინტერესო და სასარგებლო რჩევებს გაიგებთ ამ ვიდეოდან.

[media=https://youtu.be/xk_6J9MjI3M]