უშედეგოდ ებრძვით ქერტლს? ეს 3 საშუალება პრობლემას მარტივად გაუმკლავდება.

უშედეგოდ ებრძვით ქერტლს? ეს 3 საშუალება პრობლემას მარტივად გაუმკლავდება.
ქერტლის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: ჭარბი სტრესი, B ვიტამინის დეფიციტი, ცხიმოვანი ჯირკვლების მაღალი აქტივობა და ა.შ. სამწუხაროდ, ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია, რომლისგანაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მე-5 ადამიანი იტანჯება. თუ თქვენ უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ებრძვით ქერტლს, გთავაზობთ 3 ყველაზე ეფექტურ საშუალებას, რომელიც პრობლემას მარტივად გაუმკლავდება.


საშუალება №1

შეურიეთ ერთმანეთში 1 კვერცხის გული, 3 ჩაის კოვზი კეფირი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის, ქოქოსის, აბუსალათინის ან მზესუმზირის ზეთი. მიღებული საშუალება კარგად წაისვით თავის კანზე და გაიჩერეთ 1 საათით. დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ.

საშუალება №2

შეურიეთ ერთმანეთში ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი და ამავე რაოდენობით ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა წაისვით თავზე და გაიჩერეთ 30 წუთით. დაიბანეთ თავი შამპუნის გამოყენებით.

საშუალება №3

ბლენდერის მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა 1 ჩაის კოვზი თაფლისგან, 1 ჩაის კოვზი მზესუმზირის ზეთისგან და 4 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული წითელი ხახვისგან. მიღებული საშუალება კარგად წაისვით თავის კანზე და გაიჩერეთ დაახლოებით 1 საათით. დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ.

ამოირჩიეთ ამ სამი საშუალებიდან თქვენთვის სასურველი. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.